ფეხბურთი

12:22 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო იტალიაში დაბრუნდა

“პალერმოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “გუანჯოუს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო სიცილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯილარდინო ჩინურ გუნდში 2014 წლის ზაფხულში გადავიდა, 2015 წლის დასაწყისში კი “ფიორენტინაში” გახლდათ განათხოვრებული. 2014/15 წლების იტალიის ჩემპიონატში ალბერტომ 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში კი იტალიის მთავარ ლიგაში 33 წლის ფორვარდს 178-ჯერ გაუტანია და 38 საგოლე პასიც გაუკეთებია.

0.115278