აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ზაურ ფაშაევმა სუპერლიგის მონაწილე “ქუთაისი-2010”-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ worldsport.ge-ს იმერული გუნდის კაპიტანმა ბუბა კვიმსაძემ განუცხდა.
შეგახსენებთ, რომ ფაშაევი ქუთაისში 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. იგი სუპერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია. გასულ სეზონში ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც ამ ლიგაში სამმაგი დუბლი შეასრულა.