“ატალანტას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “მილანის” მცველი გაბრიელ პალეტა ერთწლიანი იჯარის წესით ბერგამოელთა რიგებში იასპარეზებს. ფეხბურთელი ახალ გუნდში 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
არგენტინული წარმოშობის იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გასულ სეზონში ტრავმა აწუხებდა და “როსონერის” მაისურით მხოლოდ 23 შეხვედრა ჩაატარა. მცველის სატრანსფერო ღირებულება 6.5 მილიონ ევროს შეადგენს.