მოჭადრაკე ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ქალაქი სენტ-ლუისი მასპინძლობს, მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტიები სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ტოპალოვისა და არონიანის მონაწილეობით, რომლებიც თეთრებით შესაბამისად გრიშუკსა და კარუანას ეთამაშებოდნენ. არონიანმა ყაიმი გააკეთა და ერთ-ერთი ლიდერის ადგილი შეინარჩუნა. რაც შეეხება ტოპალოვს, იგი დამარცხდა და ლიდერთა ორეულში მისი ადგილი კარლსენმა დაიკავა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად სოს დააყრევინა ფარ-ხმალი.
ჩემპიონისგან განსხვავებით, ძალიან ცუდად თამაშობს როგორც ვიცე, ისე ექს-ჩემპიონი ანანდი. მან ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სამი ყაიმი გააკეთა და მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკე 1,5 ქულით სოსთან ერთად ერთ-ერთი აუტსაიდერია.
მეხუთე ტურის ტექნიკური შედეგები
არონიანი- გრიშუკი 0,5-0,5
კარლსენი-სო 1-0
ნაკამურა-გირი 0,5-0,5
ანანდი- ვაშიე-ლაგრავი 0,5-0,5
ტოპალოვი -კარუანა 0-1
ტურნირზე 28 აგვისტო დასვენების დღეა. მომდევნო მეექვსე ტურის პარტიები 29 აგვისტოს გაიმართება.
მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი
გრიშუკი-კარუანა
ვაშიე-ლაგრავი-ტოპალოვი
გირი-ანანდი
სო-ნაკამურა
არონიანი-კარლსენი
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ
1-2. კარლსენი-არონიანი - 3,5-3,5 ქულა
3-4. ტოპალოვი-გირი - 3-3
5-6. ვაშიე-ლაგრავი-ნაკამურა - 2,5-2,5
7-8. გრიშუკი-კარუანა - 2-2
9-10. სო-ანანდი - 1,5-1,5