ფეხბურთი

10:45 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კურზავა პსჟ-ს ფეხბურთელია

“პარი სენ ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “მონაკოს” მარცხენა მცველი ლაივინ კურზავა კარიერას პსჟ-ს რიგებში გაარძელებს.

22 წლის ფრანგმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლაივინი პარიზულ გუნდში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასულ სეზონში კურზავამ “მონაკოს” მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და თავი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს დებიუტი 2014 წლის 14 ნოემბერს, ალბანეთთან გამართულ ამხანაგურ (1:1) შეხვედრაში ჰქონდა.

0.119888