უეფამ გასული სეზონი მთლიანად შეაჯამა. მათ შორის, საუკეთესო გოლებიც გამოარჩია. გამოკითხვაში ჯამში 199 190 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ ხმათა 39% წილად ლიონელ მესის მიერ მიუნხენის “ბაიერნის” კარში გატანილ გოლს ხვდა.
მეორე ადგილზე ხმათა 24%-ით კრიშტიანუ რონალდუს “ლივერპულის” კარში გატანალი გოლი გავიდა, ხოლო საუკეთესო სამეული აარონ რემზის სტამბულის “გალათასარაისთან” გატანილმა შორეულმა გოლმა დაასრულა. უელსელის გოლმა ხმების 9% მიიღო.
შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ ნომინირებული 10 გოლი გახლდათ, რომელთა ნახვა მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.