უეფამ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო სეივი გამოავლინა. გამოკითხვაში სულ 66 240 ხმა დაფიქსირდა, რომელთა 28%-იც კატალონიის “ბარსელონას” კიპერ მარკ ანდრე ტერ-შტეგენის სეივმა მიიღო, რომელიც ახალგაზრდა გერმანელმა მეკარემ ნახევარფინალში “ბაიერნთან” საპასუხო მატჩში განახორციელა. მაშინ ტერ-შტეგენმა პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის აუღო.
https://www.youtube.com/watch?v=440prozeAXg
მეორე-მესამე ადგილებზე ხმათა 20%ით მანუელ ნოიერი და ჯანლუიჯი ბუფონი გავიდნენ. ნოიერის სეივებიდან იტალიურ “რომასთან” რაჯა ნაინგოლანისთვის აღებული ბურთი გამოირჩა.
https://www.youtube.com/watch?v=LW08LN0uYO0
ხოლო ბუფონის სეივებიდან ფინალში, დანი ალვეშის დარტყმულზე მოხდენილი რეაგირება.
https://www.youtube.com/watch?v=aFpIM_D7AZk
მეოთხე ადგილზე ტიბო კურტუას სეივი გავიდა ტიაგო სილვას წინააღმდეგ – 11%-ით.
https://www.youtube.com/watch?v=Lhtb6kFcQzM
საუკეთესო ხუთეული ჯო ჰარტის მიერ ლიონელ მესის წინააღმდეგ განხორციელებულმა სეივმა დაასრულა ხმათა 7%-ის რაოდენობით.
https://www.youtube.com/watch?v=D_sDr7TJWps