გაიმართა სფფ-ს აღმასკომის სხდომა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” აღუდგა სფფ-ს წევრობის უფლება, რაც გულისხმობს მოახლოებულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებას. ჟურნალისტებთან სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ისაუბრა.
“აღმასკომის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში თუ საფეხბურთო კლუბი დაფარავდა დავალიანებას, მას დაუბრუნდებოდა ხმის მიცემის უფლება. “ზესტაფონმა” დაფარა დავალიანება და შესაბამისად აღუდგა ხმის მიცემის უფლება. ამიტომ ვფიქრობ, როგორც პრესაში ეწერა, სამართლიანობა აღდგა.
არ ვფიქრობ, რომ “ზესტაფონმა” დავალიანება საარჩევნო ხმის მიღების გამო დაფარა. არ მგონია ვინმე ხმაზე ფიქრობდეს. ეს ნაბიჯი იყო გადადგმული ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონი იყო და საერთაშორისო სარბიელზეც წარმატებით გამოდიოდა. ვფიქრობ, დასრულდა გაუგებრობა და მოვიდა დრო კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს”, – განაცხადა სიჭინავამ.
სიჭინავას შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ს გენერალური სამდივნოს განყოფილების უფროსი რევაზ შენგელია წარსდგა.
“სფფ-ს წევრობა არ ნიშნავს, რომ კლუბმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სფფ-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში. თუ დაგვიანებული არაა, “ზესტაფონს” შეუძლია მეორე ლიგიდან დაიწყოს ასპარეზობა. ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ”, – აღნიშნა რევაზ შენგელიამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რევიშვილი/ლორია/--ლობჟანიძე/კაკაბაძე/ კვერკველია ამისულაშვილი/დვალი/ კაშია ნავალოვსკი--კანკავა ანანიძე/ცინცაძე/--კობახიძე/ყაზაიშვილი/ ოქრიაშვილი/ჭანტურია/--მჭედლიძე/ვაწაძე/
კარგია
დროა სპორტის სამინისტრომ, სახელმწიფოს სახელით განაცხადოს შემდეგი:
თუ უახლოესს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ შექმნა პირობები უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგის და რეგიონალური ლიგების კლუბების სფფ -ის წევრად მიღების და შესაბამისად საარჩევნო ხმის უფლების მისანიჭებლად, სახელმწიფო არ ცნობს სფფ -ს ყრილობას და არალეგიტიმური ყრილობის არჩეულ პრეზიდენტს და მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფომ და მისმა ადგილობრივმა ორგანოეებმა შეწყვეტოს ყოველგვარი ურთიერთობა (მათ შორის ფინანსური) სფფ -სთან.
ქართველმა გულშემატკივარმა და სახელმწიფომ უნდა ჩაშალოს ერთი მუჭა საფეხბურთო ბიუროკრატიის და მოსყიდული ვეტერანების შეთქმულება ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ ! ! !
შენ რო ქართული ფეხბურთი გაინტერესებდეს გაქრებოდი არველაძესთან ერთად
თემასთან არაფერ შუაშია არაა მარა რო არ დამედო არ შეიძლებოდა
0?'>https://video-mxp1-1.xx.fbcdn.net/hvideo-xfl1/v/t42.1790-2/11945987_1036353916410787_254033687_n.mp4?efg=eyJybHIiOjY1OCwicmxhIjo1MTIsInZlbmNvZGVfdGFnIjoicWZfNDI2d19jcmZfMjNfbWFpbl8zLjBfcDFoY19zZCJ9&rl=658&vabr=366&oh=82b412c77975861b2fda5cb5c636a259&oe=55DF412B':'>https://video-mxp1-1.xx.fbcdn.net/hvideo-xfl1/v/t42.1790-2/11945987_1036353916410787_254033687_n.mp4?efg=eyJybHIiOjY1OCwicmxhIjo1MTIsInZlbmNvZGVfdGFnIjoicWZfNDI2d19jcmZfMjNfbWFpbl8zLjBfcDFoY19zZCJ9&rl=658&vabr=366&oh=82b412c77975861b2fda5cb5c636a259&oe=55DF412B'))
ამათი ყველაფერი რა!
გაისათ პირდაპირ უმაღლესი და ამათი პასუხისმგებლობის საკითხი.!
100 %
არანაირი მეორე ლიგა და ვინც გუნდი უმაღლესიდან და პირველიდან უკანონოდ მოხსნა, იმათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თორე ისე სამართლის აღდგენის დედაც!
samartali+ (900)
მეორე და უფრო დაბალ ლიგაში თქვენ წახვალთ მალე ზესტა გაისად უმაღლესში იქნება
სხვას ვერაფერს დავამატებ!
მეორე და უფრო დაბალ ლიგაში თქვენ წახვალთ მალე
ზესტა გაისად უმაღლესში იქნება
ზესტაფონი სულ ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ მოქმედებს, მაგრამ შენ და რეზიმ რატრომ ვერ ძლიეთ პირად ინტერესებს, რომელიც ფეხბურთს ღუპავს?
ისე რა ეშველება ზესტაფონს ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში დაწეროს მეორე ლიგიდან დაწყების გარდა რამე შანსი აქვს სხვა რო გუნდმა ფუნქციონირება გააგრძელოს