დავით თარგამაძე “ოლექსანდრიაში” დაბრუნდა, სადაც თავის უკრაინულ კარიერას იწყებდა.
დონეცკის “შახტარმა”, რომელსაც ქართველი გარემარბის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, თარგამაძე “ოლექსანდრიაში” 2015 წლის ბოლომდე გაანათხოვრა.
26 წლის ფეხბურთელი ოლექსანდრიელთა რიგებში 2010-2011 და 2011-2012 წლებში გამოდიოდა. მან 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
გასული სეზონის დასაწყისში თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩევეცში” გამოდიოდა, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო გუნდი დატოვა. მას შემდეგ, ის უკლუბოდ იყო.