კევინ ნოლანმა ლონდონის “ვესტ ჰემთამ” კონტრაქტი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გაწყვიტა. ამის შესახებ ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ნოლანი “ვესტ ჰემში” “ნიუკასლიდან” 2011 წელს გადავიდა და ლონდონელთა რიგებში ჩატარებულ 157 მატჩში 31 გოლი გაიტანა.
“ვესტ ჰემში” გატარებული პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ და საუცხოო მოგონებები დამრჩება. ამჯერად, ახალ კლუბში ახალ გამოწვევას ველი” – თქვა ნოლანმა, რომელიც მომავალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ეძებს.
Please log in to post a comment Log in Or Register