ფეხბურთი

14:23 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ: “სონი არჩევანში შეცდა”

ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ რომის “ლაციოსთან” გამარჯვების შემდეგ სამხრეთკორეელი სონის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ, მან გააკეთა არასწორი არჩევანი. ვურეკავდი მას, ასევე მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუმცა პასუხი არ მიმიღია. სამწუხაროა მისი გადაწყვეტილება. გუნდის წევრები იმედგაცრუებულნი ვართ” – აღნიშნა ჩალჰანოღლუმ.

სონი ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელია, თუმცა რომაელებთან თამაშის წინ ლონდონში გაემგზავრა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. სონი სავარაუდოდ “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდება.

0.122104