ფეხბურთი

13:46 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნისთვის” შესაძლოა კომანმა ითამაშოს

როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, მიუნხენის “ბაიერნი” 19 წლის კინგსლი კომანით დაინტერესდა. მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ტურინულ კლუბში გასული სეზონის დასაწყისში პსჟ-დან გადავიდა. მან სერია A-ს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ მიუნხენის “ბაიერნმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “იუვენტუსიდან” არტურო ვიდალი შეიძინა. შესაძლოა, კომანი ჩილელის გზას გაჰყვეს.

0.113114