ძიუდო

13:28 | 27.08.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტს ავთანდილ ჭრიკიშვილს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებას ორი შეხვედრის მოგება აშორებს. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ასტანაში მიმდინარე სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე მეოთხედფინალში გერმანელ სვენ მარეხს უილეთო ბრძოლაში ერთადერთი შიდოს უპირატესობით მოუგო. ნახევარფინალში კი იაპონელ ტაკენორი ნაგასეს დაუპირისპირდება.

ფინალის მეორე საგზურისთვის ფრანგი ლუის პიეტრი და კანადელი ანტუან ვალუა ფორტიე იბრძოლებენ.

სვენ მარეხთან დაჭიდებამდე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი, ყაზახი აზიზ კალკამანული და უნგრელი ლასლო სზოკნიაი ჩამოიშორა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.069761