საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი კლუბის ძიებაშია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport-fm.gr-ი იუწყება.
მიმდინარე ზაფხულში ლორიამ “ოლიმპიაკოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მხარეები მის ნაადრევად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და ქართველი გოლკიპერი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
sport-fm.gr-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ლორია კარიერას “ლევადიაკოსში” გააგრძელებს.