ფინეთის საფეხბურთო ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) “კუიოპიონ პალოსეურა”, სადაც ირაკლი სირბილაძე გამოდის, სტუმრად “სეინაიოენ იალკაპალოკეროსთან” 0:1 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ორი ტაიმი ითამაშა, ხოლო მის გუნდს 40 ქულით ფინეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილი უკავია.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-4 ტურში, “ფეირენსემ”, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს, სტუმრად “ფარენსესთან” ქულა აიღო – 1:1. ქართველმა გოლკიპერმა თავიდან ბოლომდე იასპარეზა. “ფეირენსეს” 3 ქულით 24 გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-20 ადგილი უკავია.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” ქართველ კაპიტან კახა მახარაძის გარეშე გასვლაზე “შორტანთან” 1:1 ითამაშა. “ფახთაქორი” 16-გუნდიან ჩემპიონატს 51 ქულით ლიდერობს.
“ქიზილქუმმა” სახლში “ნასაფთან” 1:2 წააგო. მარცხენა მცველი გიორგი კვესიეშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ქიზილქუმი” 24 ქულით მეთერთმეტეა.