როგორც Daily Mirror იუწყება, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ლონდონის “ჩელსი” პოლ პოგბათი და ჯონ სტოუნსით გაძლიერდება. “იუვენტუსის” ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხად 70 მილიონი გირვანქა სახელდება.
რაც შეეხება ჯონ სტოუნსის ტრანსფერს, “ევერტონის” მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესის განცხადებით ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “ევერტონს” არ დატოვებს. მიუხედავად ამისა Daily Mirror საპირისპირო ცნობას ავრცელებს.
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯონ სტოუნსის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ჯონ სტოუნსი 2013-14 წლებში “ევერტონის” ძირითად გუნდში რობერტო მარტინესის მწვრთნელობისას დაწინაურდა, 2014 წელს კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.