ხუთშაბათს, თბილისის დროით 19:45 წუთზე, ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. მანამდე კი, საბოლოოდ გაირკვა ის 32 გუნდი, რომელიც სანუკვარი თასისთვის ბრძოლაში ჩაებმება.
“მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლევერკუზენი”, ცსკა, “ბატე” და “ასტანა” – სწორედ ამ გუნდებმა შეავსეს საუკეთესო 32-ეული.
დიახ, “ასტანა”! – ისტორიაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონი ითამაშებს. ისინი ამ წარმატებასთან ახლოს ერთი წლის წინაც იყვნენ, თუმცა მაშინ ალმა-ატას “ყაირატს” მცირედი დააკლდა. სამაგიეროდ, რაც ვერ შეძლეს ალმა-ატელებმა, “ასტანამ” მოახერხა. კვიპროსულ “აპოელთან” შინ გამარჯვების შემდეგ ყაზახებმა კუნძულზე სასურველ ფრეს მიაღწიეს – 1:1. თავიდან მასპინძლები იგებდნენ და თითქოს დამატებით დრო უნდა დნაიშნულიყო, მაგრამ მაკსიმოვიჩის გატანილმა გოლმა ისტორიულ მოვლენასთან დაგვაკავშირა.
ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი”, რაც ზოგადად, ფეხბურთის მოყვარულთ უნდა ახარებდეს. “წითელმა ეშმაკებმა” ბელგიურ “ბრიუგეს” “იან ბრეიდელზე” ერთი ამოსუნთქვით სძლიეს. გამორჩეული მატჩი გამართა “მანკუნიანელთა” კაპიტანმა უეინ რუნიმ, ვინაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. თუმცა რომ არა, მისი თანაგუნდელების კარგი გარჯა, “შრეკი” ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა. წერტილი მატჩს ესპანელმა ანდერ ერერამ დაუსვა, რომელიც აღსანიშნავია, რომ ძალზე პროდუქტიული გახლდათ.
რომის “ლაციომ” საკუთარ მოედანზე მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ევროპის ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება. “ბაიერმა” მეტოქე ყველა კომპნენტში დაჯაბნა და დამსახურებულად მოიგო – 3:0. გამოსარჩევია იტალიური გუნდის დაცვის ხაზის უსუსური თამაში, რომელმაც ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო.
გორის “დილას” მძლეველმა ბელგრადის “პარტიზანმა” სახლში ბორისოვის “ბატეს” კი მოუგო (2:1), თუმცა ეს ანგარიში არ ეყო. თავიდან ბელორუსები იგებდნენ, მაგრამ სერბებმა იბრძოლეს მატჩის ბოლო 15 წუთში ორჯერ იხეირეს, თუმცა... სტუმრად გატანილი გოლით “ბატე” ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. “თეთრი რუსების” ჩემპიონის მთავარ ბადეში მოხვედრას კი უკვე მივეჩვიეთ და აღარავის გვაკვირვებს.
სასწაულებრივ შეძლო 32 გუნდში მოხვედრა მოსკოვის ცსკამ. საერთოდ, ლეონიდ სლუცკის გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიც მძიმედ დაძლია და მაშინაც პატარა სასწაული მოახდინა. ამჯერად, არმიელებმა “სპორტინგთან” პირველი ტაიმი წააგეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ნახევარში ცსკას სამი გოლი უნდა გაეტანა, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეენახა... ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს რუსეთის დედაქალაქში მოხდა. სეიდუ დუმბია, როგორც ჩანს, ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ცსკასთვის დაიბადა. იტალიაში ვერ დამკვიდრებულმა ფეხბურთელმა დუბლი გაახერხა, ხოლო 85 წუთზე მატჩს დამატებით 30 წუთეულში გადასვლა ნიგერიელმა მუსამ არ დააცადა და ცსკა ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს...
“ლევერკუზენი” – “ლაციო” 3:0 (0:0) (პირველი მატჩი – 0:1) (VIDEO)
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; კრამერი, ბენდერი; ბელარაბი (რამალიო 89), ჩალჰანოღლუ (კრუსი 80), მეჰმედი (ბრანდტი 76); კისლინგი
მწვრთნელი: როჯერ შმიტდი
“ლაციო” (3-4-3): ბერიშა; მაურისიო, დე ვრეი, რადუ (კიშნა 56); ბასტა, ონაზი (მორისონი 82), პაროლო, ლულიჩი; კანდრევა, კეიტა, ფელიპე ანდერსონი (ჯენტილეტი 70)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (40), 2:0 მეჰმედი (48), 3:0 ბელარაბი (89)
გაფრთხილება: ბელარაბი (37), ვენდელი (67), ჰილბერტი (86) - მაურისიო (60, 68), პაროლო (71), ლულიჩი (74)
გაძევება: მაურისიო (68)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (10) – 4 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)
“აპოელი” – “ასტანა” 1:1 (0:0) (პირველი მატჩი – 0:1) (VIDEO)
ნიქოზია, “ნეო სთედიუმი”
“აპოელი” (4-4-2): ვატერმანი; სერხიო, კარლაო (გილერმე 83), ასტიზი, ანტონიადისი (პიატოვსკი 86); მაკრიდესი (ჩარალამბუსი 55), სტილიჩი, მორაიში, დე ვინსენტი; ლეალი, ვანდერი
მწვრთნელი: დომინგოს პასიენსია
“ასტანა” (4-4-2): ერიკი; ილიჩი, პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო; ჯოლჩიევი, კანასი, მაქსიმოვიჩი, კეტევოამა (შეტკინი 90); ჟუკოვი (ბეისებეკოვი 89), ნუსერბაიევი (კაბანანგა 68)
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
გოლები: 1:0 სტილიჩი (60), 1:1 მაკსიმოვიჩი (84)
გაფრთხილება: დე ვინსენტი (32), ჩარალამბუსი (61), ვანდერი (88) – ილიჩი (37), შომკო (63), კანასი (72), ანიჩიჩი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 7 (5) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
ცსკა – “სპორტინგი” 3:1 (0:1) (პირველი მატჩი – 1:2) (VIDEO)
მოსკოვი, “ხიმკი არენა”
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი (ნაბაბკინი 34), ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ვერნბლუმი, ძაგოევი; ტოშიჩი, ერემენკო, მუსა (მილანოვი 90); დუმბია (ა. ბერეზუცკი 88)
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიო; პერეირა, ოლივეირა, ნალდო, ხ. სილვა; კარილო, ა. სილვა, აკვილანი (მონტერო 90), მარიო; რუისი (მანე 89), გუტიერესი (სლიმანი 68)
მწვრთნელი: ჟორჟე ჯეზუსი
გოლები: 0:1 გუტიერესი (36), 1:1 დუმბია (49), 2:1 დუმბია (72), 3:1 მუსა (85)
გაფრთხილება: ძაგოევი (62), დუმბია (69), ვერნბლუმი (83) – ოლივეირა (48), აკვილანი (61)
გაძევება: მარიო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 4 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 5:2
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
“პარტიზანი” – “ბატე” 2:2 (0:1) (პირველი მატჩი – 0:1) (VIDEO)
ბელგრადი, “პარტიზან არენა”
“პარტიზანი” (4-2-3-1): ს. ჟივკოვიჩი; ვულიჩევიჩი, ბალაჟიჩი, ფაბრისიო, პეტროვიჩი; ბრაშანაცი, ბაბოვიჩი; ა. ჟივკოვიჩი, ლუკიჩი (ილიჩი 63), უმარუ; ბოჟინოვი (შაპონიჩი 39)
მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი
“ბატე” (4-5-1): ჩერნიკი; ჟავნერჩუკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; სტასევიჩი, ალეკსევიჩი, ვოლოდკო, გლები (კარნიცკი 75), გორდეჩუკი (რიოსი 90); როდიონოვი (სიგნევიჩი 16)
მწვრთნელი: ალეკსანდრ იერმაკოვიჩი
გოლები: 0:1 სტასევიჩი (25), 1:1 ჟავნერჩიკი (74, ა.გ), 2:1 შაპონიჩი (90)
გაფრთხილება: ბალაზიჩი (9) – ჟავნერჩიკი (3). მლადენოვიჩი (20), სტასევიჩი (65)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 18 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: სვენ მოენი (ნორვეგია)
“ბრიუგე” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:4 (0:1) (პირველი მატჩი – 1:3) (VIDEO)
ბრიუგე, “იან ბრეიდელი”
“ბრიუგე” (4-1-3-2): ბოლატი; დე ფოვი, კასტელეტო, დუარტე, დე ბოკი; კლაუდემირი; ვორმერი, ვასკესი (ვანაკენი 62), მბომბო (კულსი 77); დიაბი (დიერკი 63), დე სუტერი
მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): რომერო; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ; ქერიკი, ანდერ ერერა (ჩიჩარიტო 64); მატა (იანგი 62), იანუზაი (შვაინშტაიგერი 46), დეპაი; რუნი
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1 რუნი (20), 0:2 რუნი (49), 0:3 რუნი (57), 0:4 ანდერ ერერა (63)
გამოუყენებელი პენალტი: ჩიჩარიტო (81)
გაფრთხილება: კლაუდემირი (45), ვორმერი (77) – ანდერ ერერა (13)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 21 (7) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)