ფეხბურთი

21:42 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონელებს სონი სურთ

როგორც Kolner Stadt-Anzeiger იუწყება ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელი ჰიუნ მინ სონი სამედიცინო გამოკვლევის გასავლელად ლონდონში გაემგზავრა. 23 წლის ფლანგელმა შესაძლოა “ტოტენჰემის” მაისური მოირგოს.

სამხრეთ კორეელი მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 30 მილიონი ევრო დასახელდა.

2010 წელს სონი ძირითადი გუნდის წევრი გახდა, 2013 წელს კი “ბაიერმა” 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

გთავაზობთ ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გაკეთებულ კოლაჟს, რომელშიც აზიელის 5 საუკეთესო გოლი შედის.

https://www.youtube.com/watch?v=Qlo8yELjgVk

0.113621