მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, უძლიერეს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ მარიან სრბინოვსკის შეგირდებმა მადრიდული თამაში 63:94 დათმეს, ლოგრონიაში გამართული მატჩი კი კიდევ უფრო უარესად ჩაატარეს და 54:88 წააგეს.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ შეხვედრაში ბრძოლა არ ყოფილა. ესპანელებმა პირველი მეოთხედი 27:15 მოიგეს და დარჩენილ დროში უპირატესობის გაზრდით იყვნენ დაკავებულნი.
საოცარი მატჩი ჩაატარა პაუ გასოლმა, რომელმაც თამაშიდან 17-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და 21:59 წუთში 26 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა ჩააგდო ფერნანდო სან ემეტერიომ, ნიკოლა მიროტიჩს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 14 ქულა, 8 მოხსნა.
მასპინძლებმა სტუმრებს მოხსნებში 47:30 აჯობეს, პასებში – 21:15, ჩაჭრებში – 7:6, ხოლო დაფარებებში – 4:1. მაკედონიელთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ უწია, ყველაზე შედეგიანი კი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი რიჩარდ ჰენდრიქსი იყო, რომელმაც 23:45 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
მაკედონიის ნაკრები ევრობასკეტ-2015-ისთვის მზადებას 28-29 აგვისტოს რიგაში დაგეგმილი საკონტროლო მატჩებით დაასრულებს, რომლებშიც მათი მეტოქე მასპინძელი ლატვია იქნება.
ესპანეთი – მაკედონია 88:54 (27:15, 18:10, 19:16, 24:13)
მაკედონია: მაგდევსკი (3 წ. 3 ქ.), ილიევსკი (29 წ. 2 ქ. 3 მ. 5 პ.), სოკოლოვი (3 წ.), კოსტოსკი (10 წ. 3 პ.), ვ.სტოიანოვსკი (31 წ. 8 ქ.), დ.სტოიანოვსკი (18 წ. 4 ქ.), სიმონოვსკი (26 წ. 5 ქ. 3 მ.), მლადენოვსკი (6 წ. 2 ქ.), ტრაიკოვსკი (22 წ. 8 ქ. 3 მ.), გუროსკი (21 წ. 6 ქ. 4 მ.), ჰენდრიქსი (24 წ. 9 ქ. 5 მ.), სამარძისკი (8 წ. 7 ქ.).
მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი.