73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ოდბაიარ განბაატარს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელიც მსოფლიო პირველობაზე მეორე ნომრადაა განთესილი, საწყის ეტაპებზე უკრაინელ დმიტრო კანივეცი და ჩინელი შუაი სუნი ჩამოიცილა.
დღესვე, 73 კილოგრამის მსოფლიო კონკურენციაში საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა შავდათუაშვილიც გავიდა, მაგრამ შეჯიბრებას პირველი წრიდანვე გამოეთიშა, ფრანგ პიერ დუპრასთან წაგებით.