ორდღიანი ორჯერადი ვარჯიშის შემდეგ, იგორ კოკოშკოვმა ნაკრების წევრებს გრაფიკი შეუმსუბუქა და 25 აგვისტოს მხოლოდ ერთი – საღამოს ვარჯიში ჩაატარა.
სანამ იგორ კოკოკოვი კალათბურთელებს კომბინაციებს დაამუშავებინებდა, მძლეოსნობის მწვრთნელმა ავთო ბერიძემ ფიზიკური ვარჯიშები ჩაატარა. ნაკრების წევრები ხანგრძლივი ვაჯიშისთვის მოითლნენ, რის შემდეგაც კოკოშკოვი პირდაპირ სათამაშო კომპონენტების დამუშავებაზე გადავიდა.
ყველაფერი ტრადიციისამებრ ჩატარდა, სიახლე, თანაც სასიხარულო ის იყო, რომ თორნიკე შენგელია მსუბუქი ვარჯიშიდან სტანდარტულზე გადავიდა და იმ კომბინაციების გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც იგორ კოკოშკოვი არჩევს.
შენგელიამ ხორვატიის ქალაქ ზაბოკში ტრავმირებულ კუნთზე დიაგნოსტიკა ჩაიტარა და საბედნიეროდ, ექიმების დასკვნა დადებითი იყო. ახალგაზრდა ფორვარდს არავითარი დაზიანების კვალი აღარ აქვს და ის მზადაა, ვარჯიში ჩვეულ რიტმში დაიწყოს.
ითამაშებს თუ არა თორნიკე შენგელია იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს საკითხი, სავარაუდოდ, ტურნირის დაწყების დღეს გადაწყდება. 26 აგვისტოს საქართველოს ნაკრებს 2 ვარჯიში აქვს დაგეგმილი.
www.gbf.ge