ჰოლანდიური “ფეინოორდის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ტონი ტრინდადე დე ვილიენა დიდი ალბათობით კარიერას სერია A-ში გააგრძელებს.
ერთდროულად რამდენიმე ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, რომელთა შორის Sky Sport Italia-ცაა, ირწმუნება, რომ “ფეინოორდმა” და “სამპდორიამ” ერთმანეთში ყველა საკითხი მოაგვარეს, საჭირო დოკუმენტები გაცვალეს და ტრანსფერიც ოფიციალურად უახლოეს საათებში შედგება.
ვილიენა ხვალ იტალიაში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტზე ხელმოწერას დასვამს. 20 წლის ჰოლანდიელი, “სამპდორიაში” წლიური ანაზღაურების სახით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.
“ფეინოორდის” აღზრდილმა მოთამაშემ გასულ სეზონში კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში 21 თამაში ჩაატარა და მისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. მაგრამ მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი გასხვისება გადაწყვიტა, რათა მერე კომპენსაციის გარეშე არ დაკარგოს.