კალათბურთი

20:41 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი დვალიშვილი „ბათუმში“ ჩაირიცხა

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი 2015-16 წ.წ. საკალათბურთო სეზონს სუპერლიგის მონაწილე კლუბ “ბათუმში“ გაატარებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს“ თავად დვალიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი დვალიშვილმა 2014-15 წლების სეზონი სუპერლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელ „რუსთავში“ გაატარა, „რუსთავმა“ კი მესამე ადგილისათვის ბრძოლაში სწორედ დვალიშვილის ახალი კლუბი „ბათუმი“ დაამარცხა.

0.118133