კალათბურთი

20:34 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ქუთაისი-2010“-ის მთავარ მწვრთნელად კოტე ტუღუში დაინიშნა

„ქუთაისი-2010“-ის მთავარ მწვრთნელად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ,,შსს აკადემიას“ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი კალათბურთელი კოტე ტუღუში დაინიშნა.

ეს ინფორმაცია „მსოფლიო სპორტს“ „ქუთაისი-2010“-ის პრეზიდენტმა ზვიად ცერცვაძემ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ტუღუში, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი თანაშემწე, ამჟამად ნაკრებთან ერთად იმყოფება, ნაკრები კი ევრო-2015-ის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.

0.153201