ფეხბურთი

18:56 | 25.08.2015 | ნანახია 1287 - ჯერ

ადებაიორს მსურველი გამოუჩნდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ტოგოელი ფორვარდი ემანუელ ადებაიორი, როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონს ლონდონის “ვესტ ჰემში” გაატარებს.

ESPN FC-ის ცნობით, “ჩაქუჩები” სერიოზულად არიან 31 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული.

თავის მხრივ, ადებაიორი მაურისიო პოჩეტინიოს გეგმებში არ ჯდება. პრემიერლიგის განვლილ სამ ტურში ტოგოელს მონაწილეობა არ მიუღია და “ტოტენჰემი” ფორვარდის გაშვების წინააღმდეგი არაა. საქმე ისაა, რომ ადებაიორი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებს და კლუბის სახელფასო ფონდი მისი გაშვებით მნიშვნელოვნად შეიკვეცება.

ზაფხულში ემანუელის შეძენა ბირმინგემის “ასტონ ვილას” სურდა, რომელსაც “ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი ტიმ შერვუდი ავარჯიშებს, თუმცა, ადებაიორს ლონდონის დატოვება არ სურს და ამ მოტივით ბირმინგემელებს უარი უთხრა.

0.064263