ფეხბურთი

17:38 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის საჩუქარი ქომაგებს

არნემის “ვიტესის” ქართველმა ფეხბურთელმა ჰოლანდიური გუნდის ქომაგების ნაწილს თავისი მაისურები გადასცა. ამის შესახებ “ვიტესის” ვებგვერდი გვამცნობს. ყაზაიშვილმა გასულ სეზონში 8 ნომრიანი მაისურით ითამაშა, ხოლო მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მან 10 ნომერი აირჩია.

გულშემატკივრების ნაწილს კი ყაზაიშვილის 8 ნომრიანი მაისურები უკვე შეძენილი ჰქონდათ და სწორედ მათ შეხვდა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სასტუმრო “პაპენდალში”, სადაც ახალი მაისურები უსახსოვრა. მაისურებს ვაკოს ავტოგრაფები ამშვენებდა.

0.121864