ქალაქი სენტ-ლუისი (აშშ) ვაჟთა შორის გრანდიოზულ საერთაშორისო ტურნირს ,,სინკფილდის თასის“ გათამაშებას მასპინძლობს , რომელიც , Grand Chess Tour-ის ერთ-ერთ ეტაპად ითვლება. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან და ვიცე-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან ერთად აღნიშნულ ტურნირში 10 მოჭადრაკე მონაწილეობს. ეს შემადგენლობა იმდენად ძლიერია, რომ ამ ტურნირს თამამად შეიძლება მსოფლიოს მცირე ჩემპიონატი ვუწოდოთ.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ერთ წრედ , 23 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით 9 ტურად ტარდება. 28 აგვისტო დასვენების დღეა.
კენჭისყრის შემდეგ მოჭადრაკეები ასე განაწილდნენ:
- ანიშ გირი( ჰოლანდია, 2793)
- უესლი სო ( აშშ, 2779)
- ლევონ არონიანი ( სომხეთი, 2765)
- მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია, 2853)
- ხიკარუ ნაკამურა ( აშშ , 2814)
- ვიშვანათან ანანდი ( ინდოეთი, 2816)
- ვესელინ ტოპალოვი ( ბულგარეთი, 2816)
- ფაბიანო კარუანა (აშშ, 2808)
- მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი ( საფრანგეთი, 2731)
- ალექსანდრ გრიშუკი ( რუსეთი, 2771)
ორი ტურის შემდეგ ტოპალოვის სახით ასპარეზობას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ვესელინმა პირველ ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს კარლსენს მოუგო შავებით, ხოლო მეორე ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე ნაკამურა დაამარცხა.
გთავაზობთ პირველი და მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:
I ტური
გირი-გრიშუკი 1-0
სო-ვაშიე-ლაგრავი 0-1
არონიანი -კარუანა 1-0
კარლსენი -ტოპალოვი 0-1
ნაკამურა -ნანდი 1-0
II ტური
გრიშუკი-ანანდი 1-0
ტოპალოვი-ნაკამურა 1-0
კარუანა-კარლსენი 0-1
ვაშიე-ლაგრავი -არონიანი 0,5-0,5
გირი-სო 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:
- ტოპალოვი ( 2 ქულა)
2-4. გირი, ვაშიე-ლაგრავი, არონიანი ( 1,5-1,5)
5-7. ნაკამურა, გრიშუკი, კარლსენი (1-1)
- სო (0,5)
9-10. კარუანა, ანანდი (0)
მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:
სო-გრიშუკი
არონიანი-გირი
კარლსენი - ვაშიე-ლაგრავი
ნაკამურა -კარუანა
ანანდი-ტოპალოვი
ყოველი ტური თბილისის დროით 22 საათზე იწყება.