ფეხბურთი

22:29 | 24.08.2015 | ნანახია 1999 - ჯერ

კვირკველია "ზენიტთან" დამარცხდა

რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტური ყაზანის “რუბინისა” და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მატჩით დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ, ხოლო მისი გუნდი მოქმედ ჩემპიონთან 1:3 დამარცხდა. ყაზანელები მეტოქის იერიშებს 78-ე წუთამდე უძალიანდებოდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ჰალკმა და ოლეგ შატოვმა ზენიტს” მოაგებინეს. “რუბინი" 6 ტურის შემდგომ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს “ინტერი” სტუმრად “ზირას” დაუზავდა (0:0). ბაქოელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა. გიორგი ლომაია კი ამჯერადაც სათადარიგო სკამზე დარჩა. “ინტერი” 3 ტურის მერე 4 ქულით მეექვსე ადგილზეა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:26 | 25.08.2015
gerard888 (1536)

საბამ დროა უფრო ძლიერ ლიგაში გააგრძელოს კარიერა.გადაიზარდა უკვე რუბინისთვის

23:37 | 24.08.2015
ლუკა გაბუნია (584)

წარმატებები

23:37 | 24.08.2015
ლუკა გაბუნია (584)

მიდით ქართველებო..................

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118562
სარეკლამო ადგილი - 99
X x X