“რეალის” ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ დღეს კლუბთან ერთად ივარჯიშა, ამის შესახებ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბენზემას ტრავმა აღარ აწუხებს.
როგორც იცით, დაახლოებით თვის წინ ბენზემამ “მილანთან” ამხანაგურ მატჩში მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის მერეც ფრანგი მინდორზე აღარ გასულა.
ბენზემა გუნდს ვერც პრიმერადივიზიონის პირველ ტურში გასვლით მატჩში “ხიხონის” 0:0 წინააღმდეგ ვერ დაეხმარა.
განვლილ სეზონში შემტევმა ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა.