რაგბი

16:26 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს “მეზობლები” შეეცვალა

მსოფლიო თასის დაწყებამდე 25 დღით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო რაგბის ყოველკვირეულ რეიტინგში “მეზობლები” შეეცვალა.

რეიტინგში “ბორჯღალოსნების” წინ მყოფმა შოტლანდიამ, ქართველთა უკან მდგომი იტალია ტურინში 16:12 დაამარცხა. ეს არ იყო “სქოთთა” ყველაზე ლამაზი გამარჯვება, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ტონგასა და სამოას დასაქვეითებლად და ტოპ 10-ში დასაბრუნებლად. შოტლანდიამ რეიტინგში 1 ქულა მიიღო და ახლა საქართველოს ნაკრების წინ, მე-12 პოზიციაზე სამოაა. 1 ქულა დაკარგა იტალიამ და მე-14 პოზიცია იაპონიას დაუთმო, რომელმაც ურუგვაი 30:8 კი დაამარცხა, მაგრამ ეს მის სარეიტინგო ქულებზე არ ასახულა.

აშშ-მ ზედიზედ მესამედ სძლია მეზობელ კანადას, ამჟამად ოტავაში 41:23 და სარეიტინგო მონაგარი კიდევ 1,27 ქულით გაზარდა, მაგრამ იტალიას 0,48 ქულით ჩამორჩება და კვლავ მე-16 საფეხურზე რჩება. ქულების დაკარგვა არ ასახულა კანადის რეიტინგზეც, რომელიც კვლავ მე-18-ეა, თუმცა ურუგვაი მას უკვე მისაწვდომ ზღვარზე მიუახლოვდა.

საფრანგეთთან 20:25 მარცხი ძვირად დაუჯდა ინგლისს, რომელმაც 1,29 ქულა დაკარგა და მე-4 ადგილი სამხრეთ აფრიკას დაუთმო, თავად კი, უელსს მხოლოდ 1,3 ქულით უსწრებს. საფრანგეთი მე-7 ადგილზე რჩება და იმავე უელსს ორზე ცოტა მეტი ქულით ჩამორჩება.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 24 აგვისტოსთვი

1 (1). ახალი ზელანდია 92,89

2 (2). ირლანდია 86,89

3 (3). ავსტრალია 86,67

4 (5). სამხრეთ აფრიკა 85,15

5 (4). ინგლისი 84,24

6 (6). უელსი 82,94

7 (7). საფრანგეთი 80,90

8 (8). არგენტინა 78,39

9 (9). ფიჯი 77,04

10 (12). შოტლანდია 75,79

11 (10). ტონგა 77,25

12 (11). სამოა 75,14

13 (13). საქართველო 72,16

14 (15). იაპონია 71,15

15 (14). იტალია 70,84

16 (16). აშშ 70,36

17 (17). რუმინეთი 66,73

18 (18). კანადა 63,28

19 (19). ურუგვაი 62,11

20 (20). ნამიბია 61,85

21 (21). ესპანეთი 61,54

22 (22). რუსეთი 61,10

23 (23). ჩილე 57,34

24 (24). ჰონკონგი 57,31

25 (25). კორეა 56,70

26 (26). ბელგია 56,47

27 (27). ზიმბაბვე 56,16

28 (28). კენია 55,89

29 (29). პორტუგალია 55,72

30 (30). გერმანია 54,78

31 (31). უკრაინა 54,07

32 (32). მოლდოვა 53,69

33 (33). ჰოლანდია 51,86

...

0.206268