ძიუდო

12:00 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი უმედლოდ დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე უმედლოდ ჩაივლის. მამაკაცთა შორის, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპების შეხვედრები მიმდინარეობს. ირაკლი უზნაძის გუნდის უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილი კი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

პაპინაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე ყაზახი რუსტამ იბრაიევი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა მომგებიანი ვაზარი შეხვედრის შუაწელს აიღო და უპირატესობა საფინალო გონგამდე მშვიდად შეინარჩუნა. იბრაიევთან დაჭიდებამდე ამირან პაპინაშვილმა ორი ეტაპი დაძლია. ლიბანელ დამიან ზიადის ვაზარი-იუკოთი გასცდა. მეთექვსმეტედფინალში კი ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს წლევანდელ ევროპირველობაზე განცდილი მარცხის გამო იუკოთი აუღო რევანში.

ფინალური ბლოკის შეხვედრები მამაკაცთა 60 კილოგრამ წონით კატეგორიასა და ქალთა 48 კილოგრამში თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139303
სარეკლამო ადგილი - 99
X x X