ესპანეთის ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ პირველი ტურია და მადრიდის “რეალი” უკვე “ბარსელონას” მდევარია. რაფაელ ბენიტესს ოფიციალურ მატჩში დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბი” ხიხონში, ადგილობრივ “სპორტინგთან” უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ანგარიშში ასახვა ვერაფრით მოახერხა და ჩემპიონატის სტარტზევე ორი მნიშვნელოვანი ქულა ქარს გაატანა.
“ბარსელონამ” კი ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს “ატლეტიკთან” შერცხვენის გამო სრული რევანში აიღო და იმავე “ბილბაოს” მისსავე მოედანზე მოუგო. როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა მთელი ძალა და ემოცია სწორედ სუპერთასს შეალიეს და დღევანდელ მატჩში ისე რიხიანად ვერ გამოიყურებოდნენ. “ბარსას” კი გამარჯვება ლუის სუარესმა მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით მოუტანა. მანამდე კი ლიონელ მესიმ თერთმეტი მეტრიდან ვერგატანაც მოასწრო. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს გუნდი მოსისხლე მეტოქეს უკვე ზემოდან დაჰყურებს.
ვალენსიაში წააგო “ლევანტემ”, რომელიც ვიგოს “სელტასთან” მატჩში უკვე მე-5 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. სტუმრებს გამარჯვება მატჩის ბოლოს იაგო ასპასმა მოუტანა.
ლა ლიგაში დაბრუნება მოპოვებული ქულით აღნიშნა სევილიის “ბეტისმა”. "დე ლოპერაზე” მასპინძლები სამშობლოში დაბრუნებული რობერტო სოლდადოს გოლის გამოისობით კარგა ხანს აგებდნენ, მაგრამ მატჩის დასასრულს რუბენ კასტრომ “ბეტისის” ინჩასები გაახარა და ფრე, - 1:1.
“ბილბაო” – “ბარსელონა” 0:1 (0:0) (VIDEO)
ბილბაო, “სან მამესი”
მაყურებელი: 41.000
“ბილბაო” (4-2-3-1): ირაისოსი; გორკა, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენზიაგა (ბოვედა 50); ერაზო, ბენატი; სუსაეტა, მიკელ რიკო (გურპეგი 63), მერინო (იბაი გომესი 63); ადურისი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
“ბარსელონა” (4-3-3): ბრავო; ალვეში (სერხი რობერტო 19), მასკერანო, ვერმაელენი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი (ბარტრა 68), ინიესტა; მესი, სუარესი, რაფინია (სანდრო 82)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: სუარესი (54)
გაფრთხილება: გორკა (34), ერაზო (37), იბაი გომესი (71) – რაკიტიჩი (44), ვერმაელენი (64), სუარესი (75)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 10 (4) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: კარლოს დელ სერო
“სპორტინგი” – “რეალი” 0:0 (0:0)(VIDEO)
ხიხონი, “ესტადიო ელ მოლინონი”
მაყურებელი: 28.15
“სპორტინგი” (4-4-2): კუელარი; ერნანდესი, ბერნარდო, ლორა, ლოპესი; დიასი, ნაჩო საესი, კარმონა (აიტ-ატმანი 86), ჯონი (მენედესი 77); გერერო (მუნიზი 72), სანაბრია
მწვრთნელი: აბელარდო ფერნადესი
“რეალი” (4-2-3-1): ნავასი; დანილო (კარვახალი 84), ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი; ბეილი, ისკო (კოვაჩიჩი 71), ხესე (ხამესი 56); რონალდუ;
მწვრთნელი: რაფელ ბენიტესი
გაფრთხილება: ნაჩო საესი (38), კარმონა (66), ჯონი (71), დიასი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (0) – 27 (8) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ხავიერ ესტრადა
“ლევანტე” – “სელტა” 1:2 (0:1)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
მაყურებელი: 15.000
“ლევანტე” (5-3-2): რუბენი; ივან ლოპესი (მორალესი 78), ტონიო, სიმაო; გარსია, ტრუხილო, კამარასა (რუბენ გარსია 81), ვერზა, ხოსე მარი (კასადესუსი 71); დეივერსონი, გილასი
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
“სელტა” (4-3-3): ბლანკო (დიასი 86); მალო (გუიდეტი 69), ფონტასი, ჯონი (პლანასი 90), კაბრალი; ერნადესი, ვასი, ფერნადესი; იაგო ასპასი, ნოლიტო, ორელიანა
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 0:1 ორელიანა (41), 1:1 ვერზა (55), 1:2 იაგო ასპასი (77)
გაფრთხილება: მორალესი (90) – ჯონი (42), ფონტასი (64), გუიდეტი (81)
გაძევება: სიმაო (5)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:12 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: რიკარდო ბენგოეტჩეა
“ბეტისი” – “ვილიარეალი” 1:1 (0:1) (VIDEO)
სევილია, “მანუელ რუის დე ლოპერა”
მაყურებელი: 38.572
“ბეტისი” (4-4-2): ადანი; კაბრერა, პიჩინი, პეცელა, ვარგასი; ტორესი, სეხუდო (სებალიოსი 65), ნ’დიაიე (ფაბიანი 76), სოლერი; მოლინა (რენელია 81), რუბენ კასტრო
მწვრთნელი: პეპე მელი
“ვილიარეალი” (4-4-2): არეოლა; გასპარი, რუისი, კოსტა, ბაილი; პინა, კასტილეხო (ტრიგეროსი 77), სორიანო, ლეივა; სოლდადო (გარსია 67), ლეო ბაპტისტაო (ბაკამბუ 61)
მწვრთნელი: მარსელინიო
გოლები: 0:1 სოლდადო (32), 1:1 რუბენ კასტრო (87)
გაფრთხილება: ბრუნო გონსალესი (26), სეხუდო (35), პეცელა (50) – კასტილეხო (49)
გაძევება: სორიანო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ინიაკი ვისანდი