კალათბურთი

1:00 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაფაიეტი დრეიპერმა შეცვალა

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ოლივერ ლაფაიეტის შემცვლელი მონახა. ამერიკელ უკანახაზელს, რომელიც ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში დაშავდა, კიდევ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელი დონტეი დრეიპერი შეცვლის.

ყუბანის “ლოკომოტივის” ლეგიონერმა ხორვატთა მაისურით ბოლოს 2013 წლის ევრობასკეტზე ითამაშა და ყველაზე მეტად, მაინცდამაინც, საქართველოს ნაკრებთან მატჩში გამოირჩა. მაშინ დრეიპერმა 19 წუთში 16 ქულა ჩააგდო და ხორვატებს დრამატული თამაში 77:76 მოაგებინა, არადა, ტურნირი საშუალოდ 5.8 ქულით დაასრულა...

ამერიკელი მცველი ხორვატთა ბანაკში დღეს გამოცხადდა და გუნდთან ერთად დასკვნითი ამხანაგური ტურნირისთვის მზადება დაიწყო. 26-28 აგვისტოს არენა-ზაგრებზე, სადაც ევრობასკეტის C ჯგუფის მატჩები შედგება, ხორვატები ესტონეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ისრაელს დაუხვდებიან.

0.113153