2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე მაკედონია საკონტროლო მატჩის გასამართად ესპანეთს ეწვია და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 63:94.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულ მატჩში მასპინძლებს უჩვეულოდ ბევრი – 16 დაკარგვა ჰქონდათ, გამარჯვება არ გასჭირვებიათ. სერხიო სკარიოლოს შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 52:26-ს იგებდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
ესპანელებმა 20-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს და ამ მხრივ განსაკუთრებით თავი რუდი ფერნანდესმა (5-დან 4) გამოიჩინა, რომელიც 14 ქულით მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო. 10-ქულიან ზღვარს ერნანგომესმა (12), რეიესმა (10) და სან ემეტერიომაც (10) უწიეს, მიროტიჩს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 9 ქულა, 10 მოხსნა.
მაკედონიელთა რიგებში საუკეთესო ნატურალიზებული ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჰენდრიქსი იყო 12 ქულით, ტრაიკოვსკიმ 11 ქულა ჩააგდო, სამარძისკიმ კი – 10.
ესპანეთი და მაკედონია კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს გამართავენ. 25 აგვისტოს თამაში ლოგრონიაში გახლავთ დაგეგმილი.
ესპანეთი – მაკედონია 94:63 (28:12, 24:14, 17:22, 25:15)
მაკედონია: ილიევსკი (24 წ. 5 ქ.), სოკოლოვი (3 წ.), კოსტოსკი (17 წ.), ვ.სტოიანოვსკი (27 წ. 8 ქ. 4 პ.), დ.სტოიანოვსკი (27 წ. 7 ქ.), სიმონოვსკი (21 წ. 7 ქ. 3 მ.), ტრაიკოვსკი (22 წ. 11 ქ. 4 მ.), გუროსკი (10 წ. 3 ქ.), ჰენდრიქსი (27 წ. 12 ქ. 6 მ.), სამარძისკი (21 წ. 10 ქ. 6 მ. 3 პ.).
მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი.