ფეხბურთი

22:40 | 23.08.2015 | ნანახია 1267 - ჯერ

“დორტმუნდს” ისევ ოთხი გააქვს

“დორტმუნდს” გასული სეზონის დიდი ნაწილი კი ჩაუვარდა, მაგრამ ეს გუნდი გულშემატკივრის გასახარად ძველ დიდებას უბრუნდება და აგერ უკვე მესამე მატჩია მეტოქის კარში ოთხი გოლი გააქვს.

დებიუტანტ “ინგლოშტადტთან” “დორტმუნდი” ჩვეულ სტილში, პირველივე წუთებიდან დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაძლეს. დაიწყო მეორე ნახევარი და მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. ანგარიში გინტერმა გახსნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მცველებს თავბრუ დაახვია და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მალე მეორე გოლიც გავიდა: შმელცერი საჯარიმოში წააქციეს და როისმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. შეხვედრის მიწურულს მასპინძლები მარცხს შეეგუენ და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, “დორტმუნდისგან” კიდევ ორი გოლი მიიღეს - თავი კაგავამ და ობამეიანგმა გამოიჩინეს.

ინგოლშტადტი. “აუდი-სპორტპარკი”. 15 000 მაყურებელი

ინგოლშტადტი - დორტმუნდი 0:4 (0:0)

ინგოლშტადტი: ნიულანდი, ლეველსი, ბრეჟერი, ჰიუბნერი (მატიპი 46), ენგელი (ზუტნერი 74), გროსსი, როჯერი, მორალესი, ჰარტმანი (ლექსი 61), ლეკი, ჰინტერზეერი.

მწვრთნელი: ჰასენჰუტი

დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, როისი (რამოსი 80), გუნდოგანი, კაგავა (კასტრო 86), მხითარიანი (ჰოფმანი 74), ობამეიანგი.

მწვრთნელი: ტუჰელი

გოლები: 0:1 გინტერი (55), 0:2 როისი (60 პ.), 0:3 კაგავა (84), ობამეიანგი (90+1)

გაფრთხილება: ლეკი (25), როჯერი (29) - მხითარიანი (9), სუბოტიჩი (31), კაგავა (37)

ბურთის ფლობის %: 39-61, დარტყმა: 3 (2) - 18 (8), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 4-3, სეივი: 4-2, ჯარიმა: 17-14

მიონხენგლადბახი. “ბორუსია-პარკი”. 50 172 მაყურებელი

გლადბახი - მაინცი 1:2 (0:1)

გლადნახი: ზომერი, კორბი, შულცი, იანჩკე, ვენდტი, ჯაკა, შტინდლი (დრმიჩი 81), ჰერმანი (ჰრგოტა 81), აზარი (დაჰუდი 88), ტრაორე, რაფაელი.

მწვრთნელი: ფავრე

მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, ბაუმგარტლინგერი, ფრაი, კლემენსი (ბალოგუნი 83), მალი (ლატცა 64), სამპერიო, მუტო (კუ 90+1).

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 0:1 სამპერიო (42), 1:1 ჰერმანი (54), 1:2 კლემენსი (79)

გაფრთხილება: ვენდტი (78), კორბი (90) - ფრეი (44)

ბურთის ფლობის %: 65-35, დარტყმა: 15 (6) - 13 (4), კუთხური: 3-0, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-5, ჯარიმა: 11-11


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:24 | 25.08.2015
ARMANDO (6045)

4

13:10 | 24.08.2015
gerard888 (1536)

მაგარი მოქოქილია გუნდი.ტუხელიც მემგონი კლოპისავით იტყვის თავის სიტყვას.

13:10 | 24.08.2015
gerard888 (1536)

გეუბნებით წელს სერიოზულ სეზონს დადებს დორტმუნდი.

10:34 | 24.08.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

როისი

10:31 | 24.08.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლიგაზე უნდა გავიდნენ

10:31 | 24.08.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რამდენს იტანენნ

00:12 | 24.08.2015
BATIGOLI 9. (4375)

მაგრად დაიწყო წელს დორტმუნდმა,იმედია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბავარიას.

23:38 | 23.08.2015
პინტურიჩიო10 (12662)

ტუხელმა დაქოქა გუნდი

0.124738