ინგლისის პრემიერლიგის მესამე სათამაშო დღეს ფავორიტებმა სტუმრად გამარჯვებები მოიპოვეს, ერთი შეხვედრა კი უგოლი ფრით დასრულდა.
ლონდონის “ჩელსი” თამაშს პრობლემებით ხვდებოდა. განვლილ ორ ტურში ჟოზე მოურინიოს გუნდმა მხოლოდ ქულის აღება შეძლო და პორტუგალიელმაც რამდენიმე საკვანძო ცვლილება განახორციელა. რაც მთავარია, სასტარტო შემადგენლობაში იყო “ბარსელონადან” შეძენილი პედრო როგრირესი და მან დებიუტი გოლით და საგოლე გადაცემით აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა სამივე გოლი ესპანელების ანგარიშზეა, თამაში კი დაძაბული და საინტერესო საყურებელი გამოდგა.
ანგარიში “ვესტ ბრომვიჩს” უნდა გაეხსნა, როდესაც მატიჩმა საჯარიმოში მაკმანამანი წააქცია, მაგრამ ჯეიმს მორისონმა თერთმეტმეტრიანიდან ცენტრში დაარტყა და კურტუამ ბურთი ფეხებით მოიგერია. ამის შემდეგ პედრო ამოქმედდა და მისი დარტყმული რიკოშეტის შემდეგ მაიჰილის კარის ბადეში აღმოჩნდა, ხოლო 10 წუთში მისი ფლანგიდან ჩაწოდებული კარში დიეგო კოსტამ გადაგზავნა, რომელიც საჯარიმოში მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა.
გულშემატკივარს მატჩის გადარჩენის იმედი ხუთ წუთში დაუბრუნდა. მორისონმა თერთმეტრიანის გაფუჭებით დაშვებული შეცდომა გამოასწორა და თითქმის იმავე ნიშნულიდან, ოღონდ თამაშიდან, რონდონის თავით დაგდებული ბურთი გოლად აქცია. თითქოს ტაიმი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად საქმეში ასპილიკუეტა ჩაერთო და მეკარე არც განძრეულა როცა მისი კარის ახლო კუთხეში არცთუ ძლიერად გაგზავნილი ბურთი ბადეში გაეხვა.
“ვესტ ბრომვიჩმა” თამაშის გადარჩენის იმედი ერთხელაც დაიბრუნა და ამაში “დამნაშავე” რონდონი, ტერი და მორისონი არიან. 54-ე წუთზე ტერიმ რონდონი, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, საჯარიმოს გარეთ წააქცია და უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო მორისონმა რიცხობრივი უპირატესობა ხუთ წუთში გოლად აქცია - 2:3 და სათამაშოდ მთელი 30 წუთი რჩებოდა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ინგლისის ჩემპიონმა სეზონის პირველი გამარჯვება მესამე ტურში იზეიმა.
“სიტი” სეზონს მომზადებული შეხვდა და ეს ლივერპულშიც გამოჩნდა. სტუმრები “ევერტონს” მთელი თამაშის განმავლობაში სჯობდნენ და საბოლოოდ ეს შედეგზეც აისახა. მიუხედავად სტუმრთა უპირატესობისა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რადგან “ევერტონი” თავს კარგად იცავდა. შეხვედრა რომ განახლდა სილვას დარტყმული ძელმა აისხლიტა და მე-60 წუთამდე მასპინძელთა ამერიკელი კარის დარაჯი ჰოვარდიც უშეცდომოდ თამაშობდა, მერე კი, საბედისწერო შეცდომა დაუშვა და კოლაროვის მახვილი კუთხიდან დარტყმული გაუშვა. შეხვედრის მიწურულს ნასრიმ იაია ტურეს გენიალური გადაცემა შეირგო, მეკარეს აჯობა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ვესტ ბრომვიჩი. “ჰაუტორნსი”. 23 256 მაყურებელი
ვესტ ბრომვიჩი - ჩელსი 2:3 (1:3)
ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, დოუსონი, მაკოლი, ოლსონი, ბრანტი, მორისონი (გარდნერი 88), მაკმანამანი (გნაბრი 78), იაკობი, ფლეტჩერი, მაკკლინი (ლამბერტი 61), რონდონი.
მწვრთნელი: პულისი
ჩელსი: კურტუა, ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, პედრო (მიკელი 85), ვილიანი (კეჰილი 55), აზარი, დიეგო კოსტა (ფალკაო 78).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 პედრო (20), 0:2 დიეგო კოსტა (30), 1:2 მორისონი (35), 1:3 ასპილიკუეტა (42), 2:3 მორისონი (59)
მე-14 წუთზე მორისონმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გაფრთხილება: მაკკლინი (37), მაკმანამანი (71) - მატიჩი (17)
გაძევება: ტერი (54)
ბურთის ფლობის %: 44-56, დარტყმა: 15 (6) - 15 (5), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 9-12
ლივერპული. “გუდისონ პარკი”. 38 523 მაყურებელი
ევერტონი - სიტი 0:2 (0:0)
ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, სტოუნზი, იაგელკა, გალოუეი (ბრაუნინგი 46), მაკკარტი, ბარი, ბარკლი, კლევერლი (დეულოფეუ 85), ლუკაკუ, კონე (ნეისმიტი 64).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სიტი: ჰარტი, სანია, კომპანი, მანგალა, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, სილვა (დელფი 89), ნავასი, სტერლინგი (ნასრი 76), აგუერო (ბონი 80).
მწვრთნელი: პელეგრინი
გოლები: 0:1 კოლაროვი (60), 0:2 ნასრი (88)
გაფრთხილება: მანგალა (42), ფერნანდინიო (45+3), ნასრი (86)
ბურთის ფლობის %: 45-55, დარტყმა: 10 (1) - 16 (9), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 7-1, ჯარიმა: 5-7
უოტფორდი. “ვიკარეჯ როადი”. 20 166 მაყურებელი
უოტფორდი - საუთჰემპტონი 0:0 (0:0)
უოტფორდი: გომესი, ნიომი, პრედლი, კეტკარტი, ჰოლებასი (დიამანტი 46), კაპუ, ბერამი (უოტსონი 86), ანია, იგალო, ხურადო, დინი.
მწვრთნელი: სანჩესი
საუთჰემპტონი: სტეკელენბურგი, კოლკერი, ფონტე, იოსიდა, სოარესი, რომეუ, ვანიამა, დევისი (უორდ-პრაუსი 72), ტარგეტი, პელლე (როდრიგესი 79), მანე (ლონგი 26).
მწვრთნელი: კოემანი
გაფრთხილება: ვანიამა (28), რომეუ (57)
ბურთის ფლობის %: 52-48, დარტყმა: 13 (0) - 14 (5), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 5-0, ჯარიმა: 10-11
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი დარმტყმელი კაცებში დაც არ გვყავს
მართალია, ჯანოზე კარგად ასრულებს ხო ჯარიმებს?? უბრალოდ ქალთა ფეხბურთში ყველაზე დიდი სუსტი წერტილი არის მეკარე!! გოლი მაგარი გაიტანა, კარგი მოთამაშეა გაბელია!!
მალადეც გულნარა! ქალები მალე ფეხბურთშიც აჯობებენ კაცებს.
)
მთლად ჭადრაკივით ვერა, მაგრამ ლიგაზე წარმატებული კაცი ფეხბურთელი არ გვყოლია უკვე დიდი ხანია (ვიცე-პრემიერის დროიდან