ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა ოთხთა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე – ჰოლანდიაც იღებდა.
მიუხედევად იმისა, რომ ტალინური შეჯიბრება ძლიერი შემადგენლობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, “ნარინჯისფრებმა” ერთადერთი მატჩი მოიგეს და ისიც, საკმაოდ სუსტ ფილიპინებთან (89:62), ისლანდიასთან და ესტონეთთან კი, შესაბამისად, 65:67 და 58:60 დამარცხდნენ.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ჰოლანდიელთაგან საუკეთესო ესპანური “სარაგოსას” ცენტრი ჰენკ ნორელი გახლდათ, რომელმაც ისლანდიელებთან 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ესტონეთთან კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 12 ქულა, 11 მოხსნა.
ტურნირის ჩემპიონმა ესტონეთმა ისლანდიას 85:65 სძლია, ხოლო ფილიპინებს – 90:80.
ისლანდია – ჰოლანდია 67:65 (15:9, 14:12, 18:23, 20:21)
ჰოლანდია: ვ.დე იონგი (18 წ. 1 ქ. 5 მ.), კლოოფი (19 წ. 5 ქ. 6 მ.), ხერაზი (14 წ. 3 მ.), ნორელი (23 წ. 12 ქ. 9 მ.), სლაგტერი (27 წ. 7 ქ. 6 მ.); ფრანკე (14 წ. 10 ქ. 3 მ.), ვილიამსი (22 წ. 10 ქ. 3 მ.), დეპაგტერი (15 წ. 2 ქ.), აკერბოომი (21 წ. 10 ქ. 6 მ.), ნ.დე იონგი (6 წ. 6 ქ.), სმეულდერსი (21 წ. 2 ქ. 9 მ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.
ესტონეთი – ჰოლანდია 60:58 (20:23, 12:12, 24:14, 4:9)
ჰოლანდია: ვილიამსი (27 წ. 7 ქ.), ხერაზი (15 წ. 3 ქ. 3 მ.), შაფტენაარი (25 წ. 7 ქ. 5 მ.), ნორელი (27 წ. 12 ქ. 11 მ.), სლაგტერი (24 წ. 7 ქ.); ფრანკე (2 წ.), ვ.დე იონგი (21 წ. 6 ქ. 4 მ.), კლოოფი (13 წ. 1 ქ. 3 მ.), აკერბოომი (19 წ. 6 ქ.), ნ.დე იონგი (12 წ. 3 ქ. 3 მ.), სმეულდერსი (16 წ. 6 ქ. 9 მ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.