საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ქსანთიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 2 გამარჯვება იზეიმა.
ფოტის კაციკარისის შეგირდებმა ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე ასევე გასულ ჩეხეთს და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამაჯერებლად აჯობეს და თანაც, დაცვაში ძალიან საიმედოდ ითამაშეს, რაზეც 2 მატჩის ჯამში მიღებული მხოლოდ 100 ქულა მეტყველებს.
სათქმელია ისიც, რომ ბერძნები შემადგენლობაში ცვლილებას ხშირად ახდენდნენ და ლიდერები დიდად არ დაუტვირთავთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კაციკარიის ნაკრებს მართლაც დიდი რეზერვი აქვს და ევრობასკეტზე არა მარტო – C ჯგუფის, არამედ, სრულიად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
ქსანთის ოთხთა ტურნირის გამარჯვებულის ბედი, დღეს, საბერძნეთის და რუსეთის ეროვნულ გუნდთა მატჩში გაირკვევა. რუსებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 82:52 გაანადგურეს, ჩეხეთს კი დრამატულ შეხვედრაში აჯობეს – 86:85.
საბერძნეთი – ჩეხეთი 70:56 (19:14, 21:16, 15:10, 15:16)
საბერძნეთი: ზისისი (23 წ. 2 ქ. 3 პ.), პერპეროღლუ (19 წ. 4 ქ. 3 მ.), პრინტეზისი (21 წ. 8 ქ. 10 მ.), მანცარისი (14 წ.), აგრავანისი (9 წ. 2 ქ.); ბურუსისი (13 წ. 5 ქ. 8 მ.), სპანულისი (19 წ. 5 ქ. 3 პ.), კალატესი (23 წ. 8 ქ. 6 მ. 3 პ.), ანტეტოკოუნმპო (12 წ. 11 ქ.), კუფოსი (19 წ. 18 ქ. 6 მ.), იანკოვიცი (11 წ. 7 ქ.), პაპანიკოლაუ (16 წ.).
მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.
საბერძნეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 83:44 (18:11, 16:11, 22:12, 27:10)
საბერძნეთი: სლუკასი (27 წ. 10 ქ. 3 მ. 6 პ.), კაიმაკოღლუ (26 წ. 7 ქ. 4 მ.), პაპანიკოლაუ (24 წ. 19 ქ. 4 მ.), მანცარისი (21 წ. 3 ქ.), აგრავანისი (9 წ. 5 ქ. 5 მ.); ბურუსისი (14 წ. 11 ქ. 6 მ.), ზისისი (9 წ. 2 ქ.), კალატესი (21 წ. 8 ქ. 3 პ.), ანტეტოკოუნმპო (16 წ. 10 ქ. 4 მ.), კუფოსი (17 წ. 7 ქ. 5 მ.), იანკოვიცი (7 წ. 3 მ.), პრინტეზისი (9 წ. 1 ქ.);
მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.