კალათბურთი

14:54 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ უკრაინა და ფინეთი დაამარცხა

კოპერის ტურნირში მოთამაშე სლოვენიის ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, 2 მატჩი მოიგო და ტიტულთან ახლოსაა.

იურე ზდოვცის შეგირდებს უკრაინასთან მოულოდნელად გაუჭირდათ და მხოლოდ ბოლო წამებზე – 66:60 იმარჯვეს, ფინეთთან კი მათი უპირატესობა აშკარა იყო – 80:59.

სლოვენიელთა შედეგები ლამის პირდაპირპროპორციული გახლდათ ზორაგ დრაგიჩის გარჯასთან, რომელმაც პირველ მატჩში 24 წუთში 7 ქულა ჩააგდო, ფინელებთან კი 19 წუთში 21 ქულა მიითვალა.

მე-2 შეხვედრაში გამოსარჩევია ალენ ომიჩის თამაშიც, რომელმაც 15 წუთში ამდენივე ქულა მოაგროვა.

დღეს, კოპერის ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სლოვენიელები იტალიას დაუხვდებიან, რომელმაც ფინეთი 86:72 დაამარცხა, უკრაინასთან კი 21-ქულიანი (!) უპირატესობა გაანიავა და 75:77 დამარცხდა.

სლოვენია – უკრაინა 66:60 (13:14, 14:12, 18:20, 21:14)

სლოვენია: იოკსიმოვიჩი (21 წ. 6 ქ. 7 პ.), ზ.დრაგიჩი (24 წ. 7 ქ. 5 მ.), დიმეცი (10 წ. 2 ქ. 3 მ.), ომიჩი (11 წ. 6 ქ. 5 მ.), სლოკარი (18 წ. 11 ქ. 5 მ.); რუპნიკი (3 წ.), ბლაჟიჩი (18 წ. 12 ქ. 6 მ.), ნიკოლიჩი (16 წ.), ზუპანი (9 წ.), ბალაჟიჩი (26 წ. 10 ქ. 4 მ.), ზაგორაცი (6 წ. 2 ქ.), კლობუჩარი (24 წ. 10 ქ. 4 მ.).

მწვრთნელი: იურე ზდოვცი.

სლოვენია – ფინეთი 80:59 (24:10, 15:14, 21:15, 20:20)

სლოვენია: იოკსიმოვიჩი (17 წ. 3 მ.), ნიკოლიჩი (20 წ. 4 ქ.), ზ.დრაგიჩი (19 წ. 21 ქ.), ბალაჟიჩი (22 წ. 8 ქ. 5 მ.), სლოკარი (10 წ. 3 ქ. 3 მ.); რუპნიკი (15 წ. 3 ქ.), პრეპელიჩი (24 წ. 5 ქ.), ბლაჟიჩი (18 წ. 7 ქ. 3 მ. 3 ჩ.), ზუპანი (13 წ. 4 ქ. 3 მ.), ზაგორაცი (15 წ. 8 ქ.), ომიჩი (15 წ. 15 ქ. 5 მ.), კლობუჩარი (13 წ. 2 ქ. 5 მ.).

მწვრთნელი: იურე ზდოვცი.

0.115819