ფეხბურთი

2:05 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში გოლები უჭირთ (+VIDEO)

პარასკევს დაწყებული ესპანეთის ლა ლიგა, შაბათს ოთხი მატჩით გაგრძელდა. სეზონის სასტარტო მატჩი “მალაგასა” და “სევილიას” შორის უგოლო ფრით დასრულდა და როგორც ჩანს, ამ თამაშის ამოძახილით წარიმართა მომდევნო მატჩებიც. ყოველშემთხვევაში, პრიმერას ახალი სეზონის უკვე გამართული 5 მატჩში მწირშედეგიანობაა – მხოლოდ 2 გატანილი გოლი.

პოპულარული ანგარიში კი ამის ფონზე რაღა თქმა უნდა, - 0:0 გახლავთ. სწორედ ასე დასრულდა მატჩები “რიაზორზე” “დეპორტივოსა” და სან სებასტიანის “რეალ სოსიედადს” შორის და “ტერეზა რივეროზე”, სადაც “რაიომ” და “ვალენსიამ” ქულები გაიყვეს.

2015-2016 წლების სეზონის პირველი გოლი კი ბარსელონაში გავიდა, ოღონდ “ესპანიოლმა” გაიტანა. კატალონიელებს სალვა სევილას მატჩის დასაწყისში გატანილი გოლი მადრიდული “ხეტაფეს” დასამარცხებლად ეყოთ და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

ასეთივე ანგარიშით მოიგო ამბიციურმა მადრიდის “ატლეტიკომ”. “როხიბლანკომაც” დებიუტშივე გაიტანა. გოლი კი ლამაზი გამოვიდა – ანტუან გრიზმანმა საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა. დარჩენილ დროში ვერც მასპინძლებმა და ვეღარც “ლას პალმასის” ფეხბურთელებმა გოლი ვერ გაიტანეს და დიეგო სიმეონეს გუნდს 3 ქულა დაუგროვდა.

“დეპორტივო” – “სოსიედადი” 0:0 (0:0)

ლა კორუნია, “რიაზორი”

მაყურებელი: 23.306

“დეპორტივო” (4-2-3-1): ლუქსი; ნავარო, სიდნეი, ლაურე, ლოპო; მოსკერა, კანი (რიერა 63); ხუანფრანი (კარტაბია 74), ფაირი, ბორხესი; პერესი

მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

“სოსიედადი” (4-2-3-1): რული; მარტინესი, ზალდუა, რეიესი, დე ლა ბელა; ბერგარა, ბრუმა (კანალესი 86); პრიეტო, ველა (კასტრო 88), პარდო; ჯონათასი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გაფრთხილება: მოსკერა (14), ლაურე (49), ლოპო (88) – ზალდუა (9), ბერგარა (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 9 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანტონიო მატეუ

“ესპანიოლი” – “ხეტაფე” 1:0 (0:0) (VIDEO)

ბარსელონა, “პოუერ სთედიუმი”

მაყურებელი: 16.248

“ესპანიოლი” (4-2-3-1): საბატა; დუარტე, სობერონი ბურგუი 77), არბილია, რაილო; ვიქტორ სანჩესი, ალვარესი; სალვა სევილა (მორენო 58), მონტანესი, ხავი ლოპესი; კაისედო (კანასი 69)

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

“ხეტაფე” (4-2-3-1): გუაიტა; ალექსისი, ვერჯინი, ვიგერეი, სუარესი; ლასენი, სარაბია (ბუენდია 62); პედრო ლეონი (გონსალესი 76), როდრიგესი, ხუან როდრიგესი (მედრანი 67); ვასკესი

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: 1:0 სალვა სევილა (3)

გაფრთხილება: არბილია (56), მატა (63) – ვერჯინი (48, 82), სარაბია (49), პედრო ლეონი (52), მედრანი (79)

გაძევება: ვერჯინი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 14 (3) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ხესუს ჟილი

“ატლეტიკო” – “ლას პალმასი” 1:0 (1:0) (VIDEO)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 45.107

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ჯუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; ტორესი (კორეა 65), ტიაგო, გაბი, კოკე; გრიზმანი (რაულ გარსია 81), მარტინესი (ტორესი 59)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ლას პალმასი” (4-4-1-1): ლიზოანი; სიმონი, ალკარასი, აიტამი, ბიგაზი; სანტანა (გომესი 63), როკე მესა (მომო 64), ხავი კასტელანო, ვიერა; დანი კასტელანო (უილიამ ხოსე 80); არაუხო

მწვრთნელი: პაკო ერერა

გოლი: 1:0 გრიზმანი (16)

გაფრთხილება: ხუანფრანი (57), ტორესი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 8 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ედუარდო პრიეტო

“რაიო ვალეკანო” - “ვალენსია” 0:0 (0:0)

მადრიდი, “ტერეზა რივერო”

მაყურებელი: 9.606

“რაიო ვალეკანო” (4-4-2): ტონიო; ტიტო, ლორენტე, ზე კასტრო, მარტინესი; ებერტი, ტრაშორასი, ბაენა, ბებე (ფარინა 73); მიკუ (ბანგურა 67), მანუჩო

მწვრთნელი: პაკო ხემეზი

“ვალენსია” (4-3-3): რაიანი; კანსელო, მუსტაფი, ვეზო, ორბანი; დანილო, ფუეგო, დე პაული (როდრიგო 73); მინა (ბარაგანი 69), ნეგრედო, პიატი (ბაკალი 61)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

გაფრთხილება: ტიტო (42), მანუჩო (49), ნაჩო მარტინესი (75) – მუსტაფი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ალბერტო უნდიანო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177305