ფეხბურთი

0:58 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

აპენინზე დაიწყეს, "რომა" უკვე ქულებს ანიავებს (+VIDEO)

დღეს, სტარტი აიღო იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების გათამაშებამ. კალჩოს მოყვარულთ მაისის თვემდე სანახაობა ნამდვილად არ მოაკლდებათ.

გასაკვირი არაა, რომ შაბათს ორი მატჩი გაიმართა. ორივეში დედაქალაქური გუნდები გაისარჯნენ. ერთმა მოიგო, მეორემ – ვერ.

ჩემპიონატის პირველი გოლი კი “ჰელას ვერონას” სერბმა თავდამსხმელმა ბოშკო იანკოვიჩმა გაიტანა, ვინაც ვოიცეხ შჩესნის მშრალი იტალიური დებიუტი არ დააცადა. რუდი გარსიას გუნდი წაგებისგან მარჯვენა მცველმა ალესანდრო ფლორენციმ იხსნა, რომელმაც შორეული დარტყმით შეარხია მასპინძელთა კარი და მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ასე, რომ ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე “რომას” სტარტი მთლად წარმატებული გამოუვიდათ-თქო ვერ ვიტყვით...

მისგან განსხვავებით სამქულიანი საწყისი აქვს “ლაციოს”. “არწივებმა” მთავარ ლიგაში წელს დაბრუნებულ “ბოლონიას” საქმე მალევე დაუმთავრეს, როცა ლუკას ბილიამ და ახალგაზრდა კიშნამ ორჯერ აიღეს ემილიელთა კარი. “როსობლუმ” ტაიმის მიწურულს ანგარიში კი დაასველა, თუმცა მეორე 45 წუთეული უგულოდ ჩამთავრდა და შესაბამისად, “ლაციოც” ხვალამდე ლიდერი იქნება.

“ვერონა” – “რომა” 1:1 (0:0) (VIDEO)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 19.000

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი (რომულო 79); გრეკო, ჰალფრედსონი, სალა; იანკოვიჩი (პაცინი 84), ტონი, გომესი (სილიგარდი 74)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, კასტანი, მანოლასი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, პიანიჩი, დე როსი (კეიტა 66); ჟერვინიო (იბარბო 83), ჯეკო, სალაჰი (იაგო ფალკე 66)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 იანკოვიჩი (61), 1:1 ფლორენცი (66)

გაფრთხილება: სუპრაიენი (33), გომესი (51) – კასტანი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 19 (10) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: მარკო გუიდა

“ლაციო” – “ბოლონია” 2:1 (2:0) (VIDEO)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 31.000

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, ჯენტილეტი, რადუ; პაროლო, ბილია (კატალდი 52), ლულიჩი (მილინკოვიჩ-სავიჩი 62); კეიტა, კიშნა, კანდრევა (ანდერსონი 75)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ბოლონია” (4-3-1-2): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, ფერარი, მაზინა; კრესეტიჯი (დიავარა 83), ბრიგი, კრიმი (პულგარი 46); ბრიენცა; მანკოსუ, აკვაფრესკა (დესტრო 76)

მწვრთნელი: დელიო როსი

გოლები: 1:0 ბილია (17), 2:0 კიშნა (23), 2:1 მანკოსუ (43)

გაფრთხილება: მილიკოვიჩ-სავიჩი (68), რადუ (90) – ბრიგი (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 7 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

თეგებისერია A
0.153879