ფეხბურთი

22:12 | 22.08.2015 | ნანახია 903 - ჯერ

ფრეების დღე ინგლისში (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი თამაშიდან ოთხი ფრედ დასრულდა, თითო-თითო შეხვედრა კი, სტუმარ-მასპინძლებმა მოიგეს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის ხარისხი იდეალურისგან ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ექსპერტები და გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ის “ნიუკასლთან”
მოგებათა სერიას სამამდე გაზრდიდა. თავიდან თამაში ისე დაიწყო, რომ “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილი გულშემატკივარი საყვარელი გუნდისგან სწრაფი გოლის მოლოდინში იყო, მომენტებიც იქმნებოდა, მაგრამ “ნიუკასლმა” გაძლო, მერე უფრო კომპაქტურად დაიცვა თავი და “მანჩესტერს” შორეული დარტყმებისა და ჩაწოდებების მეტი აღარაფერი დარჩა.

შესვენებამდე ანგარიშის გახსნის საუკეთესო შესაძლებლობა სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც მიტროვიჩმა თავური დაჰკრა, მაგრამ ბურთი რომეროს კარის ზედა ძელმა აისხლიტა. მეორე ტაიმში მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ გოლის გატანა - პირველ შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ერნანდესმა კრულს ვერ აჯობა, ხოლო უკვე დამატებულ წუთებზე მეკარეც უძლური იყო, მაგრამ სმოლინგის დარტყმა ძელმა აისხლიტა. ეს ტურში ჯერჯერობით ერთადერთი შეხვედრაა, სადაც გოლი არ გასულა, დანარჩენ ხუთ შემთხვევაში კი, ორივე გუნდმა იხეირა.

“კრისტალ პალასმა” სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, “ასტონ ვილას” დამარცხება იოლი არ გამოდგა. “სელჰერსტ პარკზე” მთავარი მოვლენები დასკვნით 20 წუთში განვითარდა. ანგარიში სკოტ დანიმ კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ რამდენიმე წუთში პაპე სუარემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. მატჩის გმირი ლონდონელთა ახალბედა ბაკარი საკო გახდა, რომელმაც 87-ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

“ლესტერისა” და “ტოტენჰემის” მატჩი სანახაობრივი არ გამოდგა. თამაშში მომენტები თითქმის არ შექმნილა, გოლები კი, აქაც მატჩის მიწურულს გავიდა. კეინი ჩადლის ჩაწოდებულს თავით ვერ შეწვდა, მაგრამ მას შორეულ ძელთან შეცვლაზე შესული დალე ალლი დახვდა და ანგარიში გახსნა. თამაში განახლდა თუ არა, “ლესტერი” შეტევაში სწრაფად გადავიდა და მარეზიმ შორეულ კუთხეში გაიტანა. ეს მისი მეოთხე გოლია პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში და ის ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია.

“ნორვიჩთან” “სტოკი” მატჩის დებიუტში, სენეგალელი დიუფის თავურის შემდეგ დაწინაურდა. სტუმართა კარის დარაჯმა ბატლენდმა საკუთარ გუნდს არაერთხელ უშველა, მაგრამ 28-ე წუთზე რასელ მარტინის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა.

“სანდერლენდს” განვლილ ორ შეხვედრაში 7 გოლი ჰქონდა გაშვებული და “სუონსისთან” მატჩშიც ტაიმის მიწურულს მდევრის როლში აღმოჩნდა. თავი გომისმა გამოიჩინა, მაგრამ მასპინძლებს და მის მთავარ მწვრთნელ ადვოკაატს მშველელად ვეტერანი დეფო მოევლინა.

“ბორნმუთს” განვლილ ორ მატჩში გოლი არ გაუტანია, ამჯერად კი, ერთბაშად იფეთქა და მეტოქის კარი ოთხჯერ დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის დებიუტანტი სტუმრად თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 2:0-ს იგებდა. 45 წუთში დუბლი კალუმ უილსონმა შეასრულა. “ვესტ ჰემი” მეორე ტაიმში გამოფხიზლდა და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ მარკ პიუმ დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმულით სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო უილსონმა თერთმეტმეტრიანიდან ჰეთ-თრიკი შეასრულა. კაცნაკლულმა “ვესტ ჰემმა” ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მანჩესტერი. “ოლდ ტრაფორდი”. 75 354 მაყურებელი

მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 0:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი: რომერო, დარმიანი (ვალენსია 77), სმოლინგი, შოუ, შვაინშტაიგერი (კერიკი 59), მატა, შნეიდერლინი, ბლინდი, იანუზაი (ერნანდესი 67), რუნი, დეპაი.

მწვრთნელი: ვან გაალი

ნიუკასლი: კრული, მბემბა, კოლოჩინი, ტეილორი, აიდარა, ანიტა, კოლბაკი, აიოსე პერესი (ტიოტე 78), ვეინალდუმი, ობერტანი (ტოვენი 69), მიტროვიჩი (სისე 88).

მწვრთნელი: მაკლარენი

გაფრთხილება: დარმიანი (19), შოუ (70) - აიდარა (20), ობერტანი (57)

ბურთის ფლობის %: 66-34, დარტყმა: 19 (8) - 7 (0), კუთხური: 11-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 0-8, ჯარიმა: 15-11

ლონდონი. “სელჰარსტ პარკი”.

კრისტალ პალასი - ასტონ ვილა 2:1 (0:0) VIDEO

კრისტალ პალასი: მაკკარტი, დელანი, დანი, უორდი, სუარე, კაბაი (ედინაკი 82), საკო, პანჩონი, მაკარტური, მიურეი (მატჩი 46), ზაჰა (გეილი 46).

მწვრთნელი: პარდიუ

ასტონ ვილა: გუზანი, რიჩარდსი, კლარკი, ამავი, სანჩესი (ადამა ტრაორე 69), ვესტვუდი, ბაკუნა, გუიე, გრილიში, აგდონლაჰორი, ჟესტედი.

მწვრთნელი: შერვუდი

გოლები: 1:0 დანი (71), 1:1 სუარე (77 ა.გ.), 2:1 საკო (87)

გაფრთხილება: უორდი (18), კაბაი (50), პანჩონი (90) - ჟესტედი (55), კლარკი (84), ბაკუნა (86)

ბურთის ფლობის %: 56-44, დარტყმა: 16 (6) - 11 (2), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 1-4, ჯარიმა: 12-15

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი”. 34 977 მაყურებელი

ვესტ ჰემი - ბორნმუთი 3:4 (0:2) VIDEO

ვესტ ჰემი: რენდოლფი, ოგბონა (ტომკინსი 35), რიდი, კრესუელი, ჯენკინსონი, ნოლანი (ჯარვისი 46), ნობლე, კუიატე, პედრო ობიანგი, პაიე, საკო (მაიგა 73).

მწვრთნელი: ბილიჩი

ბორნმუთი: ბორუცი, ელფიკი, ფრანსისი, დანიელსი, კუკი, სურმანი, რიტჩი (სმიტი 90+4), ოკეინი, გრადელი (გოსლინგი 85), უილსონი, კინგი (პიუ 51).

მწვრთნელი: ჰოუე

გოლები: 0:1 უილსონი (11), 0:2 უილსონი (28), 1:2 ნობლე (48 პ.), 2:2 კუიატე (53), 2:3 პიუ (66), 2:4 უილსონი (79 პ.), 3:4 მაიგა (82)

გაფრთხილება: ბორუცი (75)

გაძევება: ჯენკინსონი (79)

ბურთის ფლობის %: 47-53, დარტყმა: 9 (4) - 15 (7), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-1, ჯარიმა: 8-11

ნორვიჩი. “კეროუ როადი”. 26 771 მაყურებელი

ნორვიჩი - სტოკი 1:1 (1:1) VIDEO

ნორვიჩი: რადი, უიტაკერი, რ.მარტინი, ბასონგი, ბრედი, რედმონდი, დორანსი, ტეტტეი, ჰოუსონი (ონილი 86), ჰულაჰანი (ჯონსონი 77), ჟერომი.

მწვრთნელი: ნეილი

სტოკი: ბატლენდი, ჯონსონი, კემერონი, მუნიესა, პიტერსი, ვან გინკელი (ადამი 79), უილანი, შაკირი, აფელაი (აირლენდი 57), არნაუტოვიჩი (ჰოსელუ 57), დიუფი.

მწვრთნელი: ჰუგესი

გოლები: 0:1 დიუფი (11), 1:1 რ.მარტინი (28)

გაფრთხილება: რ.მარტინი (45+1), ბასონგი (47), ტეტტეი (62), უიტაკერი (82) - პიტერსი (85)

ბურთის ფლობის %: 42-58, დარტყმა: 21 (7) - 6 (1), კუთხური: 9-0, თამაშგარე: 2-4, სეივი: 0-6, ჯარიმა: 16-5

სანდერლენდი. “სტადიუმ ოფ ლაითი”. 39 198 მაყურებელი

სანდერლენდი - სუონსი 1:1 (0:1) VIDEO

სანდერლენდი: პანტილიმონი, ჯონსი, კოატესი, ოში, ვან ანჰოლტი, კატერმოლი, ლენსი (ლარსონი 90+3), მვილა, როდუელი, დეფო (უოტმორი 86), გრემი (ფლეტჩერი 67).

მწვრთნელი: ადვოკაატი

სუონსი: ფაბიანსკი, ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი, კორკი, შელვი, ა.აიუ, სიგურდსონი, მონტერო, გომისი (ედერი 76).

მწვრთნელი: მონკი

გოლები: 0:1 გომისი (45+3), 1:1 დეფო (62)

გაფრთხილება: ლენსი (18), კატერმოლი (21), კოატესი (47), ვან ანჰოლტი (82) - ა.აიუ (54), სიგურდსონი (90+2)

ბურთის ფლობის %: 43-57, დარტყმა: 10 (2) - 20 (9), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 8-1, ჯარიმა: 16-9

ლესტერი. “კინგ პაუერ სთედიუმი”. 31 971 მაყურებელი

ლესტერი - ტოტენჰემი 1:1 (0:0) VIDEO

ლესტერი: შმეიხელი, დე ლაეტი, ჰუტი, მორგანი, შლუპი, მარეზი, კინგი, დრინკვოტერი (ინლერი 79), ოლბრაიტონი (კამტე 77), ოკაზაკი, ვარდი.

მწვრთნელი: რანიერი

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი, დაიერი, მეისონი (ბენტალები 87), დემბელე (კეროლი 76), ლამელა (ალლი 64), ჩადლი, კეინი.

მწვრთნელი: პოჩეტინო

გოლები: 0:1 ალლი (81), 1:1 მარეზი (82)

გაფრთხილება: კინგი (90+1) - დემბელე (29), ლამელა (31), დაიერი (60), მეისონი (83)

ბურთის ფლობის %: 42-58, დარტყმა: 13 (2) - 19 (6), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-1, ჯარიმა: 7-14


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:07 | 19.01.2015
Zura Basilashvili (292)

ჭკუა ვერ ისწავლა ამ ხალხმა რაა ! რას ეტენებიან ამ ღორუსეთში ? ვინმე ქართველი გაახარეს საერთოდ მაგათმა ??

23:51 | 18.01.2015
პანტელეიმონი (4347)

ვიკა, არ უნდა წასულიყავი მაგ ღორებში, რამენაირად უნდა შეძლო და ფორმა არ უნდა დაკარგო, შენ მაგრათ ჭირდები საქართველოს.

17:14 | 18.01.2015
eke99 (1362)

პაშუტინის დედა..................................................... ვინაა ეს დებილი ესა .ტფუი რა. ვიკას სკამზე ჯდომა როგორ შეიძლება ((((((((((((

14:29 | 18.01.2015
ragby 4ever (367)

აუ პროსტა რა ჩამოსხმული პიტალოა ეს პაშუტინი, სუფთა შიბაქი, რა კალათბურთელები ყავს და რა გუნდებთან აგებს, ვუყურე გუშინ ამ თამაშს და ფესენკომ იმენა დედა აუფეთქა უნიქსს, ტიპი ვერაფრით ვერ გააჩერეს, თავის აცილებულებსაც თვითონვე ხსნიდა, ფარზე საერთოდ არ გააკარეს უნიქსი, ამ დროს კი ვიკა სკამიდან არ წამომდგარა მთელი თამაში, დარწმუნებული ვარ მაგ პაშუტინსაც მალე დაიქნევენ უნიქსიდან და იმედია შეიცვლება ვითარება სანიკიძის სასარგებლოდ. არადა მართლა არაფერი გუნდი არ იყო ეს ავტოდორი, ფესენკომ მოუგო მარტომ თამაში უნიქსს.

0.062049
903