დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 2015/16 წლების სეზონის მეორე ტური. თერჯოლასა და მარტვილში უხვგოლიანი შეხვედრები შედგა. “საპოვნელამ” “სამტრედიასთან” იბრძოლა, მატჩს ორჯერ იგებდა, თუმცა გამოცდილებამ შედეგი გამოიღო და სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
“მერანი” მე-17 წუთზე დაწინაურდა. ცხინვალელთა რიგებში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც დუბლი მიითვალა, მასპინძლებს ერთი გოლი მაისაშვილმა გაუტანა. საბოლოო ანგარიში ვასიკო გოგოლიძემ 83-ე წუთზე დააფიქსირა – 2:3.
ფოთის “კოლხეთმა” შინ “სიონთან” 0:1 წააგო, “საბურთალომ” კი გოშთელიანის გოლის წყალობით “ჩიხურა” დაამარცხა. “გურიამ” “შუქურასთან” კარგად დაიწყო, ნიკა მაისურაძემ სტუმრები დააწინაურა, თუმცა თენგო წიქარიძემ დუბლის წყალობით მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა.
ზუგდიდში “ტორპედო” 81-ე წუთზე დათა სიჭინავამ დააწინაურა. “ზუგდიდი” გვიან გაშვებული გოლით არ გატყდა, 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, გურამ სამუშიამ კი მასპინძლები მარცხისგან იხსნა– 1:1.
მეორე ტურის შემდეგ უმაღლეს ლიგას 6-6 ქულით თბილისის “დინამო”, “სამტრედია” და “საბურთალო” ლიდერობენ. ჯერჯერობით ქულის გარეშე “საპოვნელა”, “მერანი”, “კოლხეთი” და “ლოკომოტივი” არიან.
მერანი – ცხინვალი 2:3 (1:1)
გოლი: 1:0 პაჭკორია (17), 1:1 კაჭარავა (37), 1:2 მაისაშვილი (53), 1:3 კაჭარავა (70), 2:3 გოგოლიძე (83).
კოლხეთი – სიონი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 შალამბერიძე (16)
საბურთალო – ჩიხურა 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გოშთელიანი (83)
საპოვნელა – სამტრედია 2:3 (1:1)
გოლი: 1:0 შუღლაძე (4), 1:1 სიხარულიძე (32), 2:1 ბუხაიძე (60), 2:2 სიხარულიძე (62), 2:3 ჯიქია (85).
შუქურა – გურია 2:1 (1:1)
გოლი: 0:1 მაისურაძე (8), 1:1, 2:1 წიკარიძე (37, 87)
ზუგდიდი – ტორპედო 1:1 (0:0)
გოლი: 0:1 სიჭინავა (81), 1:1 სამუშია (პენ 90)