ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის აგენტმა ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, რომ ესპანური გრანდი სამხრეთამერიკელის გაყიდვას არ აპირებს.
THE SUN-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბლაუგრანასთან” ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.
“ნეიმარს კლუბთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ბრიტანული გაზეთების ინფორმაციას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. “ბარსელონას” არასდროს უფიქრია ბრაზილიელის გაყიდვა და თავად ფეხბურთელი გუნდში ყოფნით ბედნიერია.” – განუცხადა GloboEsporte-ს რიბეირომ.