ავტოსპორტი

3:08 | 22.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

იღბლიანი და უსწრაფესი როსბერგი

ნიკო როსბერგი ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ მეორე სესიის მიწურულს, გვარიანი ხიფათი შეემთხვა - მოსახვევ ბლანშიმონთან მიახლოებისას, დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარეზე, მის „მერსედესზე“ მოულოდნელად, უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა. ნიკომ მოახერხა მანქანის დამორჩილება და კედელთან შეჯახებას გადარჩა.

„მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო სასიამოვნო. 360 გრადუსით დავტრიალდ 320 კმ/სთ სიჩქარეზე. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ ველოდი. ბედად, კედელს არ დავეჯახე. ყველაფერი უცბად მოხდა. მანამდე საბურავი კარგად მუშაობდა და დაზიანების ნიშნები არ ჰქონია. მომხდარს ანალიზი სჭირდება“, - ამბობს როსბერგი და დასძენს, რომ შემთხვევამდე მანქანით კმაყოფილი იყო.

ჩანაწერზე გამოჩნდა, რომ საბურავს დაზიანების ნიშნები რამდენიმე მოსახვევით ადრე დაეტყო. როსბერგმა მანქანა იქვე დატოვა და სტიუარდებმა სესია წითელი შუქით გააჩერეს, რადგან ტრასა გასაწმენდ იყო. სხვათა შორის, წითელი შუქი, სესიის განახლებიდან მალე ისევ აინთო. ამჯერად მარკუს ერიქსონს შეემთხვა ინციდნტი და როსბერგისგან განსხვავებით, მან კედელთან შეჯახებას თავი ვერ აარიდა. თუმცა, ბედად ტრავმას გადაურჩა.

ორივე სესიაზე მოწინვე სამეული ერთნაირი იყო - მეორე დრო ლუის ჰამილტონს ჰქონდა, მესამე საფეხური კი დანიელ რიკარდომ დაიკავა. სხვათა შორის, როსბერგს პირველ სესიაზე ძრავი გაუჭირვეულდა, თუმცა მაინც შეძლო თავის გამოჩენა. მისგან განსხვავებით, პრობლემა არ შექმნია ჰამილტონს. ჩემპიონი მანქანითაც კმაყოფილი დარჩა.

მეოთხე და მეხუთე დროები ჰქონდა კიმი რაიკონენს, ვისაც სპაზე ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ახალმა კონტრაქტმა მას სტიმული გაუძიერა. ჯერჯერობით მაინც. ორივე სესიაზე ის სებასტიან ფეტელზე სწრაფი იყო. კვლავ პელოტონის ბოლოში არიან „მაკლარენის“ პილოტები. არადა, „ჰონდამ“ სპაზე „მაკლარენს“ გაუმჯობესებული აგრეგატები მიაწოდა...

ბელგიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:51.082
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:51.324
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:51.373
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:51.478
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:51.866
  6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:51.960
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:52.158
  8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:52.421
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:52.423
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:52.511
  11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:52.539
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:52.614
  13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:52.640
  14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:52.653
  15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:53.426
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:53.502
  17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი) 1:53.799
  18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:54.225
  19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:55.501
  20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:56.086

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:49.385
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:49.687
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:50.136
  4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:50.399
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:50.461
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:50.461
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:50.489
  8. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:50.709
  9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:50.928
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:50.940
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:50.971
  12. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:51.037
  13. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:51.117
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:51.250
  15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:51.317
  16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:51.588
  17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:51.854
  18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:52.570
  19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:54.065
  20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:54.253

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097761