ფეხბურთი

1:02 | 22.08.2015 | ნანახია 1502 - ჯერ

“ჰერტა” და “ვერდერი” მშვიდობიანად გაიყარნენ

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის პირველ მატჩში, “ჰერტამ” ბრემენის “ვერდერს” ბერლინში, ოლიმპიურ სტადიონზე უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 56 ათასზე მეტ გულშემატკივარს მასპინძლების გამარჯვების იმედი ჰქონდა, შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პირველ ტურში ბერლინელებმა სტუმრად იმარჯვეს, ხოლო “ვერდერი” საკუთარ მოედანზე 0:3 განადგურდა და მოლოდინს გადამეტებული არ ეთქმოდა. ის მას შემდეგ გაიზარდა, რაც მე-5 წუთზე “ჰერტა” შტოკერმა დააწინაურა, მაგრამ მაგრამ სტუმრებს 20 წუთი დასჭირდათ სეზონის პირველი გოლის გასატანად და ანგარიშის გასათანაბრებლად. ამის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმაც სეზონის პირველი ფრე ითამაშეს.

ჰერტა - ვერდერი 1:1 (1:1)

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პეკარიკი, პლატენჰარდტი, შკიელბრედი, დარიდა, ჰეგელერი (ვეისერი 75), შტოკერი (ბრუქსი 89), ჰარაგუჩი, კალუ (ბაუმიოჰანი 82).

მწვრთნელი: პალ დარდაი

ვერდერი: ვიდვალდი, გებრე-სელასი, ლუკიმია-მულონგოტი, ვესტერგარდი, გარსია, ფრიტცი, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი (გალვესი 90), ეგესტეინი (ბარტელსი 63), უჯა, იოჰანსონი (ოზთუნალი 80).

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლები: 1:0 შტოკერი (5), 1:1 უჯა (26)

გაფრთხილება: ფრიტცი (60)

მსაჯი: სტეგემანი

ბურთის ფლობის %: 52-48, დარტყმა: 10 (2) - 9 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-1, ჯარიმა: 11-16


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:02 | 22.08.2015
gerard888 (1536)

ვერდერს ვგულვშემავტკივრობ ამ სეზონში ბუნდესლიგაში მესიმპატიურება ეგ გუნდი და თან პაპუნას ფაქტორი დაემატა.

14:01 | 22.08.2015
gerard888 (1536)

როგორ ვფიქრობდი ამ თამაშის ფრეს.

11:44 | 22.08.2015
tomasmuller (668)

120 არა ჩEმი ***** ნიორწყალში პოგმა კაი ფეხბურთელია მარა 120 გირებულების და არც 80 მაქსიმუმ 45

12:12 | 22.08.2015
alejandro (44439)

არ ღირს ერთია,მაგრამ მოერემხრივ 45 მილიონი ევრო რომ შესთავაზოიუვეს,მოგყიდის პოგბას?

03:05 | 22.08.2015
kacichamia (5093)

თითქმის პოგბა არისტოკრატია

11:21 | 22.08.2015
alejandro (44439)

ეს ნახე?

იტალიაში გავლენიანი ჟურნალისტის ტ. პალმერის ცნობით ,,ჩელსიმ" 120 მილიონიანი წინადადებით მიმართა ,,იუვენტუსს" პოლ პოგბას თაობაზე. ლონდონელებს ტრანსფერის მომენტალური განხორციელება სურდათ – ისევე როგორც ორიოდე დღის წინ ეს პედროს შემთხვევაში შეძლეს, მაგრამ ამჯერად უარი მიიღეს. ,,ჩელსიში" ტრანსფერებზე მთავარი პასუხისმგებელი პირი, მარია გრანოვსკაია რაიოლასაც ესაუბრა, მაგრამ ყოველთვის აგრესიული აგენტი ამჯერად ფისუნიასავით მოიქცა და მე რატომ მირეკავთ, კლუბს დაელაპარაკეთო.

შეიძლება უარმა გააბრაზა მაურინიო და მან ალეგრიზე მწვავე კომენტარი გააკეთა: ,,პოგბაო? მე ალეგრი არ ვარ, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვისაუბრო – მთელი ზაფხულია ოსკარსა და რამირესზე ლაპარაკობდა"

შეგახსენებთ, რომ მოარული ჭორით ,,იუვენტუსი" უკვე შეუთანხმდა ,,ბარსელონას" პოგბას მიყიდვაზე 2016–ის ზაფხულში. აღდგომა და ხვალეო – ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გამოჩნდება. რას შეეხება ტურინში მომსვლელებს, საკმაოდ ახლოსაა დრაქსლერი, საქმე მხოლოდ ,,რამდენიმე" მილიონს ეხება.

02:30 | 22.08.2015
adp10 (10711)

პრივეტ


ვერაფერსაც ვერ გააკეთებ

02:04 | 22.08.2015
adp10 (10711)

პრივეტ


ვერაფერსაც ვერ გააკეთებ

01:52 | 22.08.2015
anna RAFA (3533)

არაინ არ არის?....

რასაც მინდა იმას გავაკეთებ!!!!!!!! >

01:43 | 22.08.2015
anna RAFA (3533)

0.120495