ფეხბურთი

0:34 | 22.08.2015 | ნანახია 657 - ჯერ

ლა ლიგა უგოლოდ დაიწყო

ესპანური ფეხბურთის მოყვარულთა თითქმის სამთვიანი მოლოდინი დასრულდა. ლა ლიგის ახალმა, 2015-2016 წლების სეზონმა სტარტი აიღო.

პრიმერას პირველი ტურის გახსნითი მატჩს და საერთოდ, სეზონის პირველ თამაშს მალაგას “ლა როსალედამ” უმასპინძლა.

ინჩასებმა შეხვედრა კი იხილეს, მაგრამ სეზონის პირველი გოლის მოლოდინი შაბათამდე გადაედოთ.

დიახ, ადგილობრივმა “მალაგამ” და სულ რაღაც ათი დღის წინ, თბილისში ლამის სასწაულის მომხდენმა “სევილიამ” ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს და უგოლოდ გაიყარნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდებმა თავის აქტივს სეზონის სტარტზე თითო ქულა შემატეს.

“მალაგა” – “სევილია” 0:0 (0:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მაყურებელი: 23.585

“მალაგა” (4-2-3-1): კამენი; ალბენტოსა, ანგელერი, როსალესი, ბოკა; ჰორტა (ხუან კარლოსი 80), ტისონე; ამრაბატი, სერხი (ხუანპი 85), კოპი (დუდა 67); ჩარლესი

მწვრთნელი: ხავი გარსია

“სევილია” (4-2-3-1): ბეტო; კოკე, რამი, კრიხოვიაკი, ტრემოლინასი; იბორა, ბანეგა (მარიანო 73); რეიესი (კონოპლიანკა 65), ვიტოლო, ნზონზი; გამეირო (იმობილე 81)

მწვრთნელი: უნაი ემერი

გაფრთხილება: სერხი (38), ჩარლესი (43), ბოკა (64) – რამი (43), ნზონზი (47, 69), მარიანო (76), ბეტო (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 25 (5) - 10 (2) ბურთის ფლობა: 55%-45 კუთხურები: 7-2 გაფრთხილება: 3-5 გაძევება: 0-1 თამაშგარე: 1-3

მსაჯი: ალფონსო ალვარესი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:23 | 19.07.2019
ogafa (10230)

ყოჩაღ

22:23 | 18.07.2019
რაჭა (10043)

ამ თამაშით რა უნდა თქვა, მაგრამ ორივე უკრაინელი ნორმალურია...ეს შულაია რატომაა "დინამოში"???

23:27 | 18.07.2019
alfadhirhaiti (7530)

შულაია არ ვიცი და ის თავდამსხმელი რატომაა დინამოში?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063791
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
657