ჩოგბურთი

21:06 | 21.08.2015 | ნანახია 2605 - ჯერ

ჯოკოვიჩის რევანში

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის მასტერსის (საპრიზო ფონდი 3 200 000 ამერიკული დოლარი) 1/4-ფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იოლად, ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 5 წუთს გასტანა. სერბმა 4 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, შვეიცარიელს 4 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ნოვაკმა 4 ბრეიკი შეასრულა, ისე რომ სტანისლასს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ჯოკოვიჩი ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალში ბერდიხ-დოლგოპოლოვის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ვავრინკამ წლევანდელ “როლან გაროსის” ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა და ბალკანელს საოცნებო ტიტული წაართვა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:26 | 04.08.2014
GreeNsTreet (6426)

ფალკაოოოო

13:10 | 04.08.2014
maestro10 (13745)

Golis gemo gaixsena :d gegoneba toresivit weliwadshi 2goli gaaqvs falcaos :d

13:00 | 04.08.2014
aristokrat-gio (678)

ფორმის აღდგენა სეთი ტრანმვის მერე ძალიან რთულია, რა გინდოდა მონაკოში? ატლეტიკო 10 თავით არ ჯობია ამ მაჩანჩალა გუნდს

12:58 | 04.08.2014
ronald0 (13826)

ფლორო ჰე დატრიალდი ))

12:13 | 04.08.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია ტრავმა აღარ შეაწუხებს და ათამაშდება

0.068104
2605