ფეხბურთი

20:36 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კოენტრაოთი დაინტერესდა

“რეალის” 27 წლის პორტუგალიელმა მცველმა ფაბიო კოენტრაომ კარიერა შესაძლოა პსჟ-ში განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას Infosport+ ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის მესვეურები აქტიურად განიხილავენ პორტუგალიელის პარიზში გადასვლის საკითხს.

მცველს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. კოენტრაო “რეალის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ფაბიომ 100 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.116357