იტალიის "მილანმა" გენუის "სამპდორიას" ნახევარმცველი რობერტო სორიანო დაიმატა. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას შაბათს გაივლის.
"სამპდორია" 24 წლის სორიანოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროზე ნაკლებს და ანტონიო ნოჩერინოს სატრანსფერო უფლებებს მიიღებს.
რობერტო სორიანო "სამპდორიაში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო იტალიის ნაკრებში მას 4-ჯერ უთამაშია.